რა დაგიჯდებათ რობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტზე დასწრება - Check-in Georgia ბილეთების ფასზე ინფორმაციას ავრცელებს

რა დაგიჯდებათ რობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტზე დასწრება - Check-in Georgia ბილეთების ფასზე ინფორმაციას ავრცელებს

პროექტ Check-in Georgia-ს "ფეისბუქის" გვერდზე ეროს რამაზოტის და რობი უილიამსის კონცერტზე დასაწრები ბილეთების ფასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება.

"მოგესალმებით მეგობრებო, Maroon 5 -ის კონცერტის დეტალები მალე გახდება ცნობილი, რამდენიმე დღეში დაიდება ბილეთის ფასიც და გაყიდვის თარიღიც.

ნახეთ ვიდეო| რობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის ვიდეომიმართვა ქართველებს: "მოვდივარ საქართველოში, აღელვებული ვარ"

ეროს რამაზოტი:

დასაჯდომი 20 ლარი,

დასადგომი 30 ლარი,

დასაჯდომი VIP 40 ლარი;

რობი უილიამსი:

დასაჯდომი 20 ლარი,

დასადგომი - კატეგორია 2 - 30 ლარი,

დასადგომი - კატეგორია 1- golden circle - 90 ლარი,

დასაჯდომი - კატეგორია VIP 2 - 130 ლარი,

დასაჯდომი - კატეგორია VIP 1 - 200 ლარი", - ნათქვამია Check-in Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასი ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი) და Maroon 5 (7 ივნისი, ბათუმი) ესტუმრებიან. აღნიშნული პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება. ის მოიცავს კულტურული ღონისძიებების სერიას, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. პროექტს ორგანიზებას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი გაუწევს. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ასევე იხილეთ: როგორ ეხმაურებიან უცხოელი ვარკვლავების საქართველოში დაგეგმილ კონცერტებს "ფეისბუქში"

What will the tickets for world stars’ concerts cost in Georgia

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება