"ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა?" - რას წერდა ტასო ბარნოვა შალვა რამიშვილის მეუღლეს

"ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა?" - რას წერდა ტასო ბარნოვა შალვა რამიშვილის მეუღლეს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, რომელიც ტელეკომპანია "იმედიდან" რამდენიმე დღის წინ გაუშვეს, მისი და ყოფილი თანამშრომლის თათია სამხარაძის (ტასო ბარნოვა) გარშემო ატეხილ სკანდალზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

"ჯერ რამდენიმე სიტყვა ჩაწერაზე... ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ გვაქვს მინიმუმ ორი ცხოვრება. ერთი საჯარო, როცა იცი რომ ათასი თვალი და ყური გიყურებს. და მეორე - პირადი, ოჯახში, მეგობართა წრეში თანამშრომლებში ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენი სიტყვები ხუმრობანი, ადამიანთა (მათ შორის უახლოესთა) შეფასებანი მხოლოდ იმ ყურებს განეკუთვნება, რომლებიც ამ ლაპარაკს ღიად ისმენენ.

არა ფარულად! ღიად!

რამდენჯერ ყოფილა რომ თქვენ გიხუმრიათ ისე, რომ ამ ხუმრობის გასაჯაროების შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით, რამდენჯერ გიგინებიათ უფროსისთვის, მეზობლისთვის, მთავრობისთვის ხოლო შემდეგ გინების ადრესატთან გიქეიფიათ კიდეც. ასეა, ჩვენ გვინდა სივრცე სადაც მხოლოდ ჩვენ და ის ადამიანები არიან რომელთაც იქ შემოვუშვებთ.

გიფიქრიათ იმაზე რა ცუდია ცხოვრება ისეთ გარემოში სადაც შენი სიტყვები შეიძლება ჩაიწეროს თანამშრომელმა, მეგობარმა ვიღაც ახლობელმა და შინაურმა.

ახლა რაც შეეხება თათია სამხარაძეს.

მე ვარ ის კაცი, რომელმაც ეს გოგო ტასო ბარნოვად აქცია, სამხარაძე მარტის თვეში როცა "შევიწროვებული" იყო "სარკესთან" ინტერვიუში წერდა თუ რა ძვირფასი ადამიანი ვარ მისთვის. ჩემს ცოლს პირად მიმოწერაში ეუბნებოდა რომ საოცრად დადებითი აურა აქვს და მისი და ჩემი შვილის ნახვა უნდა. 3 წლის ურთიერთობის მანძილზე ათასი რამ აქვს ჩემთვისა და ჩემი ცოლისთვის ნათქვამ-მოწერილი. მათ შორის პირად თემებზე. მის შეყვარებულებზე, ქმარზე, ოჯახურ ამბებზე და მისთ. რა ვქნათ ახლა, ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა? მოეწონება ეს თათია სამხარაძეს?

რა თქმა უნდა არა!

სასამართლო დაამტკიცებს რომ არანაირი მოძალადე მე არ ვარ! ამას იტყვის პროკურატურაც! რა თქმა უნდა თათია სამხარაძე არაა ამ ისტორიის გასაღები. ეს არის ისტორია ჩემი და ჩემი გუნდის წინასაარჩევნოდ "იმედიდან" მოსროლისა. ამაში ხელისუფლებას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ეს ქართული მედიის ახალი ჩრდილოვანი მმართველების ჩადენილია! არის ჯგუფი რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს! ჯგუფი ძლიერი და გავლენიანი. სწორედ მათ თამაშს შევეწირე.

მაგრამ ყველაფერი თავის დროზე!

ახლა კი კი ბრძოლის დროა! უღრმესი მადლობა ჩემს ცოლს და ოჯახს. ბოდიში რომ ამ შარში გაგხვიეთ. მე არა ვარ ღირსი ასეთი თანადგომისა მაგრამ ვგონებ იღბალი მაქვს ისეთი, რომ ხშირად დაუმსახურებელ მხარდაჭერის ხელს მიწვდიან ხოლმე. ყველას, განსაკუთრებით იმათ ვისაც არ მოვწონვარ. გთხოვთ სასამართლოს განაჩენამდე შეინარჩუნოთ მინიმალური ობიექტურობა!", - წერს შალვა რამიშვილი.

გადაცემა "პოლიტიკის" ერთ-ერთმა წამყვანმა შალვა რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ ამცნო საზოგადოებას, რომ "იმედთან" საქმიან ურთიერთობას წყვეტდა. ცნობილი გახდა, რომ რამიშვილის ტელეკომპანიიდან გამოშვების მიზეზი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვაა, რომელთანაც ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ პირად საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა.

ასევე იხილეთ: "მაინც მიყვარს..." - მარგო ლუჩკოს რა მიმოწერას ასაჯაროვებს შალვა რამიშვილი

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს ამხელს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს