"გაიტანეთ კაზინოები და მისი რეკლამები ქალაქიდან!" - ნათია ფანჯიკიძე

"გაიტანეთ კაზინოები და მისი რეკლამები ქალაქიდან!" - ნათია ფანჯიკიძე

კაზინო, სლოტ-კლუბი, ტოტალიზატორი - სათამაშო ბიზნესი თუ პრობლემების სათავე? საქართველოში ამ სფეროში ფინანსური ბრუნვა 2 მილიარდ ლარს სცდება. იღებენ ვალებს, კარგავენ უძრავ და მოძრავ ქონებას, ხშირად ავადდებიან და ზოგჯერ თვითმკვლელობითაც ამთავრებენ სიცოცხლეს.

სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებაზე ქვეყნის არაერთი ხელისუფლება საუბრობდა, თუმცა დაპირება დღემდე დაპირებად რჩება.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სათამაშო ბიზნესისა და ლუდომანიის შესახებ სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებული გადაცემის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს და ხელისუფლებას კაზინოებისა და მისი რეკლამების ქალაქიდან გატანის მოწოდებით მიმართავს:

"ძალიან აქტუალური პრობლემის, ლუდომანიის, იგივე აზარტომანიის, თამაშზე დამოკიდებულების შესახებ ჩემი კამარელი ულამაზესი და უჭკვიანესი თერაპევტის და ჯადოსნური წრის გამრღვევი დენდელოზის მონაწილეობით გადაცემა....

რა იქნება ეს მრუდე პოლიტიკური ველი და ხელისუფლების მხრიდან სადისტური დევნა ყურადღებას არ მიფანტავდეს მეტი და მეტი ჩემი საქმე ვაკეთო? აქამდე ნახევარ ქვეყანას მაინც გამოვიყვანდით მდგომარეობიდან ჩემი ოქროს გუნდით და სიცოცხლეს ჩავბერავდით, საქმიანობაზე სრული კონცენტრაციის საშუალებას რომ იძლეოდეს ჯანმრთელი ხელისუფლება, რომელსაც გული რეალურ პრობლემებზე შესტკივა და ხალხს არ ამყოფებს სურეალისტურ ისტერიაში, გადავრგოთ ხე, თუ არ გადავრგოთ, დავხვრიტოთ ვინმე, თუ არ დავხვრიტოთ და ა.შ. სისტემურად პრობლემის დაძლევის სტრატეგიის შექმნა თუ არ შეგიძლიათ, მარტივი რამ მაინც გააკეთეთ: გაიტანეთ კაზინოები და მისი რეკლამები ქალაქიდან!", - წერს ფსიქოლოგი.

პრობლემის მოგვარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი მედიასაშუალებებს ეკისრებათ. სწორედ ამიტომ "პალიტრა მედიამ" გადაწყვიტა, აღკვეთოს პირველი, რაც ადამიანს თამაშისკენ უბიძგებს - რეკლამა! 15 თებერვლიდან "პალიტრა მედია" საკუთარ მედიასაშუალებებში ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამირებას აღარ ეწევა.

იხილეთ ასევე: "კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

"ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ" - რატომ გადაწყვიტა "პალიტრა მედიამ" ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვა

"სულელი გამოდგა და მიამიტი..." - რას წერს არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი "ჯდება"... ხმა უნდა ამოვიღოთ" - ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების წინააღმდეგ