ჯონი დეპს ცოლი ქალებთან ღალატობდა?

ჯონი დეპს ცოლი ქალებთან ღალატობდა?

ჰოლივუდელი კერპის ჯონი დეპის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა ბოლო დროს მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. მსახიობის უკანასკნელმა მეუღლემ - ემბერ ჰერდმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლის თანახმადაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

როგორც დასავლური მედია წერს, დეპის "სიგიჟემდე მიყვანის" მიზეზი ის გახდა, რომ 52 წლის მსახიობი ეჭვობდა, ბისექსუალი ცოლი მოდელ კარა დელევინთან ღალატობდა. ოჯახთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ დეპი უყვიროდა ცოლს "სახალხოდ მასულელებო", რაც 30 წლის ცოლისა და 23 წლის ბრიტანელი მოდელის სექსუალურ კავშირში შეეპარა ეჭვი. დეპი წვეულებებზე გოგონების ერთად ხშირი გამოჩენის გამო ეჭვიანობდა.

"ისინი (ემბერი და კარა) ძალიან ბევრს ერთობოდნენ ერთად და არ მალავდნენ რომ ერთმანეთისადმი ფლირტის ხასიათის ურთიერთობა ქონდათ" - ყვება ოჯახის მეგობარი. კონფლიქტი სავარაუდოდ 2014 წელს დაიწყო, როდესაც დეპი თავის ფილმის "ალისა სარკის მიღმა" გადაღებებზე გაემგზავრა. სასამართლოში ჰერდმა სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც მისი თქმით, ნარკოტიკებით გაბრუებულმა დეპმა მობილური ტელეფონი ესროლა სახეში.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის ჰერდი ჯონი დეპთან დაქორწინებამდე ქალებით იყო გატაცებული და რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა ფოტოგრაფ ტაისია ვან რის. ვრცელდება ხმები, რომ დეპს აგიჟებდა ცოლის და მისი ყოფილი გერლფრენდის ახლო ურთიერთობა ბოლო თვეებში.

ემბერის საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ ჯონს მეუღლესთან 100 მეტრის სიახლოვეს მიკარება აუკრძალა. სანამ ჰერდი სასამართლოში დარბოდა, დეპი პორტუგალიაში ბენდთან ერთად იდგა სცენაზე და კონცერტს მართავდა. მისმა ადვოკატებმა კი მსახიობის ლამაზმან მეუღლეზე განაცხადეს, რომ ემბერ ჰერდმა სასამართლო დავა გამორჩენის მიზნით წამოიწყო და მას მხოლოდ მეუღლის 230-მილიონიანი ქონებიდან წილი აინტერესებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება