რობი უილიამსი მამების დღეს თბილისში გადაღებული ფოტოთი ულოცავს ფანებს

რობი უილიამსი მამების დღეს თბილისში გადაღებული ფოტოთი ულოცავს ფანებს

დღეს მსოფლიო მამების დღეს აღნიშნავს. მილოცვას უერთდება მომღერალი რობი უილიამსიც, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდა.

უილიამსმა ფანებს მამასთან ერთად გადაღებული ფოტოთი მიულოცა მამების დღე, განსაკუთრებული კი ამ ფაქტში ისაა, რომ ფოტო სწორედ თბილისში, "დინამოს" სტადიონზე გამართული კონცერტის შემდეგ, კულისებშია გადაღებული.

შეგახსენებთ, ბრიტანელი მომღერლის კონცერტი დინამო არენაზე 27 მაისს გაიმართა. ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე მომღერლის მამის გამოჩენა, რომელთან ერთადაც რობიმ ერთი სიმღერა შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში გადაღებულ რა ფოტოებს აქვეყნებს რობი უილიამსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ

რობი უილიამსის კონცერტი მსმენელთან ერთად შესრულებული სიმღერით და სრული ანშლაგით დასრულდა (PHOTO+VIDEO)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება