"სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?

"სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონი დასასრულს უახლოვდება. ფინალში ერთმანეთის პირისპირ ორი მსახიობი - ანდრია გველესიანი და სტანისლავ ბონდარენკო დარჩნენ.

ნახევარფინალური ტურიდან ჯანო იზორიას გავარდნამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პროექტიდან ჯანოს გამოთიშვას მოჰყვა გულდაწყვეტილი მაყურებლის კომენტარები, მათ შორის ცნობილი ადამიანების, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა და ჯანო არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში".

დღეს კი ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტი რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის კუთვნილ ბინას ჯანო იზორიას გადასცემს. ინფორმაცია სხვადასხვა საიტზე დავით ოქიტაშვილის სახელით გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით კულტურის პალატის პრეზიდენტი განმარტებას აკეთებს:

"მეგობრებო, მინდა ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუმცა ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და აქედან გამომდინარე ატყდა ეს გაუგებრობა! მინდა ისევ განვმარტო, გუშინ დავწერე იმის შესახებ, თუ რას აპირებდა სტანისლავ ბონდარენკო მის და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟამდე. ისევ ვიმეორებ, სტანისლავი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა და მისთვის უჩვეულო არ იქნებოდა ეს ნაბიჯიც, თუმცა მის მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული!

ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა ერთეულებმა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს. ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც. ჩვენი მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის! ამჯერად კი ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!" - წერს ოქიტაშვილი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

საკითხის გასარკვევად "ცეკვავენ ვარსკვავების" შემოქმედებით ჯგუფსაც დავუკავშირდით. შოუს ერთ-ერთი პროდიუსერი ნინო კეკელიძე AMBEBI.GE-სთან ასეთ კომენტარს აკეთებს:

- სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით, რომ მოგების შემთხვევაში, ბინას ჯანო იზორიას გადასცემს. ის ჩვეულებრივად განაგრძობს მონაწილეობას კონკურსში და ფინალში ბრძოლისთვის მაქსიმალურად ემზადება. ეს გავრცელებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, ვიღაცებს ხელს აძლევდათ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

"არ გრცხვენიაააათ?!" - თამრიკო ჭოხონელიძე ჯანო იზორიას "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნას ეხმაურება

"მიყვარხართ ყველანი, მაგრამ იმ წამს დედაზე ვფიქრობდი..." - რა მიმართვას ავრცელებს ჯანო იზორია "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება