როგორ ეხმაურება ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

როგორ ეხმაურება ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ულდირიმი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა.

"ჩვენ არ გვინდა გადატრიალება. ძირს ყველას, ვისაც გადატრიალების მოწყობა უნდა და ვინც ქვეყანაში ქაოსი შემოიტანა", - წერს ილდირიმი.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა.

მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.

სამართალდამცავთა განმარტებით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაეშვა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე 8 სამხედრო პირმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ასევე ნახეთ: ფოტოზე ასახული ერთი ღამის ისტორია - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ამბოხებულ ჯარისკაცს თავი მოჰკვეთეს - საზარელი კადრები თურქეთიდან (+18)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა