ფოტოზე აღბეჭდილი საშინელი წუთი, როდესაც მამაკაცმა შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ნიცაში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა...

ფოტოზე აღბეჭდილი საშინელი წუთი, როდესაც მამაკაცმა შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ნიცაში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა...

14 ივლისს ნიცაში მომხდარ საშინელ ტრაგედიას 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა... ბავშვები, ქალები, მოხუცები, ახალგაზრდები, ოჯახები, რომლებიც ბასტილიის აღების დღეზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ფეირვერკების ცქერით იქყნენ გართულნი, ტუნისელმა ტერორისტმა უმოწყალოდ დახოცა.

დაღუპულებს შორის იყვნენ 4 წლის კილიანი და მისი დედა ოლფა ბენ ხალფალა. ბიჭუნას მამამ ტაჰარ მეჯრიმ ორი დღის შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დაღუპულების სიაში აღმოაჩინა მისი ცოლისა და შვილის სახელები. სწორედ ეს მომენტი აღბეჭდა AFP-ს ფოტოგრაფმა კადრში...

ტაჰარ მეჯრი და მისი ოჯახი ტუნისელები არიან. ბედის ირონიით, სწორედ ტუნისელი წარმოშობის მამაკაცმა იმსხვერპლა მისი ცოლ-შვილი. 31 წლის მოჰამედ ბუჰლელი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა სატვირთოს, ბასტილიის დღეზე ხალხში შევარდა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.

გადარჩენილების თქმით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა