"მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2007 წელს გიული ალასანიაზე

"მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2007 წელს გიული ალასანიაზე

ლელა კაკულია 2007 წლის წინასწარმეტყველებიდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც ფეთჰულა გიულენისა და გიული ალასანიას შესაძლო კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

"ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დედა ქალბატონი გიული ალასანია ბოლო დროს კვლავ მოექცა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში, ვინაიდან მისი სახელი, მოვლენათა გამო, ისლამისტი მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის სახელს გადაეჯაჭვა.

მოძრაობა "ხიზმეტის" ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ადამიანად მიიჩნევა, ვინაიდან 160–ზე მეტ ქვეყანაში აქვს დაარსებული უნივერსიტეტები და სკოლები, რომელთა კურსდამთავრებულების საერთო რაოდენობა რამდენმე მილიონს აჭარბებს.

როგორც ირკვევა, ფეთჰულაჰ გიულენის სახსრებით საქართველოშიც არის გახსნილი 14 სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, "საქართველოს უნივერსიტეტი", რომლის რექტორი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გახლავთ.

ჩვენ არ შევუდგებით იმის გარჩევას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ბოლო დღეებში გავრცელებული არაერთი ინფორმაცია გიულენსა თუ ალასანიაზე. ჩვენ მხოლოდ იმ ჩანაწერს შემოგთავაზებთ, რომელიც 2007 წლის 9 ივნისს ჩაწერა ქალბატონმა ლელა კაკულიამ და რომელიც იმავე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა გაზეთში "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია" (#14 ).

ოღონდ, მაშინ, გაგანია "ნაციონალობისას", როდესაც მთლად უსაფრთხო არ იყო სიმართლის ხმამაღლა თქმა, ქალბატონმა ლელამ, რედაქციის თანამშრომლების დაცვის მიზნით, უფლება არ მოგვცა, გაზეთში ღიად დაგვესახელებინა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელზეც ამ ჩანაწერში იყო საუბარი. თუმცა არქივში, რაღა თქმა უნდა, თავად ქალბატონი ლელას ხელით ჩაწერილი ორიგინალური ტექსტი დღემდე ინახება, რომელშიც შავით თეთრზე წერია სახელი და გვარი: გიული ალასანია.

აი, როგორ გამოიყურებოდა ეს წინასწარმეტყველება:

2007 წელი, 9 ივნისი.

მომავალში ძალას კარგავს ერთი ძალიან პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი.

"ეს ქალბატონი ყველანაირად ცდილობს, თურქეთის გავლენა გააძლიეროს საქართველოში სწავლის მხრივ, ჩაკლას ქართული დედაენა, ილია, ვაჟა, აკაკი..." — ასე შეაფასებს მთელი საქართველო სასწავლებლის ხელმძღვანელის ქმედებას.

მისთვის ეს საქმე, როგორც ვხედავ, არის მხოლოდ დიდი ბიზნესი, სხვა არაფერი აინტერესებს, მაგრამ უფალი არ მიცემს ნებას, რომ წარყვნას პატარა საქართველო. ვხედავ, მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო.

იგი ყველაფერს კარგავს...

ქართული ცოდნის აკვანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ჩაკლეს და გაანადგურეს და თურქებს კი არანაირი ხელშეწყობა არ მოაკლდათ. ირგვლივ ქართული აღარაფერია, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველო მალე გაიღვიძებს! ლღვება გაყინული ტვინი საქართველოსი, მთელი ერი აღსდგება და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს!", - ნათქვამია კაკულიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში თურქულმა ხელისუფლებამ აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გიულენი საგანმანათლებლო ქსელს ფლობს და მისი პარტნიორი სწორედ გიული ალასანიაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ