გიორგი ნადიბაიძემ "ახალ ტალღაზე" მესამე ადგილი დაიკავა - ნახეთ ქართველი მომღერლის გადამწყვეტი გამოსვლა

გიორგი ნადიბაიძემ "ახალ ტალღაზე" მესამე ადგილი დაიკავა - ნახეთ ქართველი მომღერლის გადამწყვეტი გამოსვლა

სოჭში მიმდინარე "ახალი ტალღის" მესამე საკონკურსო დღეს, სადაც მონაწილეებს სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი სიმღერა უნდა შეესრულებინათ, გიორგი ნადიბაიძემ მაია კაჭკაჭიშვილის Now I feel the love იმღერა და ჟიურისგან 140 ქულა (11, 11, 11, 10, 11, 11, 11, 11, 10, 11, 11, 10, 11) დაიმსახურა. ჯამში 420 ქულით ქართველი კონკურსანტი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება რუსეთში მცხოვრებ ბათუმელ მომღერალს ალისა დანელიას, რომელიც კონკურსზე ასევე საქართველოს სახელით გამოდიოდა, 399 ქულით 11-ე  ადგილზე გავიდა. მან გადამწყვეტ გამოსვლაში ქართული სიმღერა შეასრულა.

პირველი ადგილი იტალიელმა ვოლტერ რიჩიმ და ხორვატმა დინომ გაიყვეს 425 ქულით, ხოლო მეორეზე უკრაინელმა გალინა ბეზრუკმა გადაინაცვლა 424 ქულით.

ნახეთ ქართველი მომღერლის გადამწყვეტი გამოსვლა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება