"არ უყვართ ისინი, ვინც მათ სოციალურ წრეს არ წარმოადგენენ" - რას წერენ "ფეისბუქზე" ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთის შესახებ

"არ უყვართ ისინი, ვინც მათ სოციალურ წრეს არ წარმოადგენენ" - რას წერენ "ფეისბუქზე" ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთის შესახებ

რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წაგების გადაბრალების თემა "ფეისბუქზე" დაპირისპირების საგანი გახდა. ერთმანეთის მისამართით კრიტიკული კომენტარები თამარ ჩერგოლეიშვილმა და ნანუკა ჟორჟოლიანმა არ დაიშურეს. ტელეწამყვანების დაპირისპირება "ფეისბუქში" კვლავ გრძელდება. მათი ბოლო პოსტები, სავარაუდოდ, სწორედ ერთმანეთს ეძღვნება:

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"ბევრი ვიფიქრე უნდა მეპასუხა თუ არა ადამიანისთვის, რომელიც წამსვლელია ყველა შეურაცხყოფაზე. მეგობრები მეუბნებიან, რომ არა. იმიტომ რომ ასეთები სხვებსაც სვრიან. ვწუხვარ თუ დავისვარე ამ ორდღიანი ბატალიებით, მაგრამ რამდენიმე დეტალი ცხადი გავხადე.

1. სხვების დიქტატურაზე კი საუბრობენ, მაგრამ განსხვავებულ აზრს ბლოკავენ.

2. სხვებს მუდმივად აკრიტიკებენ, მაგრამ პროდუქტი, რომელსაც ქმნიან დახარჯული მილიონების და წლების მიუხედავად 0%-იან ნიშნულს ვერ სცდება.

3. ამომრჩევლებს ყოფენ გოიმებად და სვეტებად და ამ დროს "ვაკურ" ტენდენციებს დასცინიან.

4. არ უყვართ ისინი, ვინც მათ სოციალურ წრეს არ წარმოადგენენ.

უკანასკნელი პუნქტია ყველაზე მთავარი, რაც მას საზოგადეობის დიდი ნაწილის მიღმა ტოვებს. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ვუპასუხე საერთოდ. ამით ვაღიარე ის. მასაც ეს უნდოდა და ამდენი წელი ამიტომაც, მუდმივად ახსენებდა ჩემს სახელს. მე არასოდეს მისას. შეცდომას ყველა ვუშვებთ, ჰოდა მეც არ ვარ გამონაკლისი. მთავარია დავინახო და აღარ გავიმეორო".

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ჰო, და ესეც (ჩემი გამოხატვის ფორმების დამწუნებლებს).

მე ასე მჯერა, ვისაც არ მოგწონთ - გაიარეთ და არასოდეს გაბედოთ ჩემი დაშანტაჟება

"რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, - მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა". - ილია ჭავჭავაძე, ბურთივით მრგვალი ლიბერალი.

***

და ბოლო დაკვირვება დღეისთვის:

ყველაზე დიდი მონდომებით ის ხალხი გებრძვის, რომელსაც ძალიან უნდა, რომ მოგწონდეს და ფრუსტრირებულია, რომ ამას ვერ აღწევს.

სანამ "შუშფარა და მჩქეფარე" ვიყავი, ბიჭები ჭარბობდნენ - პირველი ტვინის შერყევაც მაგ ნიადაგზე მივიღე, 6 წლის ასაკში.

30 წლის შემდეგ, ქალებმა იმატეს და 41 წლის ასაკში, მათი სახელი უკვე ლეგიონია.

ასევე წაიკითხეთ: "ფსიქოლოგს გირჩევდით, მაგრამ ეგეც მკიდია" - ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი "ფეისბუქზე" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"სად არის მიშა? რა აყვირებდა ტრუხაზე, თუ არ ჩამოდიოდა?" - რაზე კამათობენ "ფეისბუქზე" თამარ ჩერგოლეიშვილი და ლაშა ბერულავა

"მეორე ტურში ნაცები ბოლომდე გაბანძდებიან" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს