"მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

"მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, უკვე თურქეთში იმყოფება. იგი შესაბამის მკურნალობას კლინიკა "მედიკალ პარკში" გაივლის. როგორც ცნობილია, ყველა ხარჯს "სოლიდარობის ფონდი" დაფარავს. მანამდე ანასტასია ზაალიშვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბავშვის მშობლები და ახლობლები ამბობენ, მისი მდგომარეობა სწორედ ოპერაციის შემდეგ დამძიმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს ანასტასიას ბებია თინათინ ჯავახიშვილი.

"გამარჯობა, მე ვარ ანასტასიას ბებია. პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, უკლებლივ. თქვენ რომ არა და თქვენი თანადგომა, ანასტასია ყველაფერს ფატალური შედეგით დაამთავრებდა. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ არ გადმოეყვანათ ბავშვი, ამას რა შედეგი მოყვებოდა. "მედიკალ პარკის" ექიმები გაოცებულები და შეშფოთებულები არიან საქართველოს ექიმების ნამოქმედარით. ბავშვს არასწორად ჰქონდა გაკეთებული დრენაჟი და მთელი თავი ლიქოლის სითხით იყო გაჟღენთილი. ღმერთს მადლობა, რომ დროულად, თქვენი დახმარებით ბავშვი სასწაულებრივად არის გადარჩენილი. არ დანებდეთ ხალხო და ცა და მიწა შესძარით, რომ ეს კლინიკა დაიხუროს. აქაურმა მედ-პერსონალმა მაგ კლინიკის საბუთები გადაყარეს. ახლიდან უტარებენ ბავშვს გამოკვლევებს. იმედია, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდება. ყველას, ვისაც იაშვილის კლინიკაში შვილი ჰყავს, გადაიყვანეთ სხვა საავადმყოფოში. არამც და არამც იაშვილის კლინიკას არ გააკაროთ. მთელი მედ-პერსონალი არაფრის მცოდნეები და არაფრის მაქნისები არიან. ნაყიდი დიპლომებით ბავშვებზე ცდებს აწარმოებენ, სასაკლაო აქვთ გახნილი", - წერს სოციალურ ქსელში ანასტასიას ბებია.

AMBEBI.GE იაშვილის კლინიკას უკვე უკავშირდება და მათ კომენტარს უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს