7 შთამაგონებელი ფრაზა, რომელიც ყველა ქალს დაარწმუნებს საკუთარ ძალებში

7 შთამაგონებელი ფრაზა, რომელიც ყველა ქალს დაარწმუნებს საკუთარ ძალებში

...ოლივია პოუპი თეთრი სახლის "რუხი დიასახლისია". გაიცანით ქალი, რომელიც თავის გუნდთან ერთად ვაშინგტონის ნებისმიერ პრობლემას ერთ ღამეში გააქრობს, მაგრამ მისი მთავარი საქმე მაინც თეთრი სახლის სკანდალებია.

ოლივია პოუპი (კერი ვაშინგტონი) ყველა ქალისთვის სამაგალითოა. დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, ძლიერი, გლამურული, სექსუალური - მას აქვს ყველა თვისება, რაზეც ნებისმიერი თანამედროვე ქალი იოცნებებდა. წარმოგიდგენთ ყველაზე სკანდალური და პოპულარული სერიალის - "სკანდალის" მთავარი გმირის ცნობილ ფრაზებს, რომელიც ყველა ქალს შთააგონებს, გახდეს უფრო ძლიერი:

  • "მე ჩემ თავს ვირჩევ. ოლივიას ვირჩევ. ახლა კი ოლივია ცეკვავს. შეგიძლია ჩემთან ერთად იცეკვო ან გამეცალო, რადგან მარტოც მაკმაყოფილებს ცეკვა"
  • "მე არ ვარ ის გოგონა, რომელსაც მამაკაცი ფილმის ბოლოს მოიპოვებს. მე ფანტაზიის ნაწილი არ ვარ. თუ გჭირდები, უნდა დამიმსახურო"
  • "მე ბევრი რაღაც ვარ, მაგრამ ამ "ბევრში" არც ერთი არ არის სულელი"

  • "ძალიან კარგად გამომდის ჩემი საქმე. ამაში ბადალი არ მყავს. ეს ქედმაღლობა არ არის, ეს ფაქტია"
  • "ზოგი ყეფს, ზოგი იკბინება, მე ორივე შემიძლია"
  • "შენ ვერ შეცვლი საკუთარ არჩევანს. ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო - არ მისცე მას უფლება გაგანადგუროს"
  • "მე არ მჭირდება ნორმალური, მარტივი და უბრალო. მე მჭირდება მტკივნეული, სირთულეებით სავსე, გამანადგურებელი, არაორდინალური სიყვარული"

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 18:00 საათზე #ჩაუჯექი "სკანდალს" GDS-ზე

ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის საიდუმლოებები - მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რეზიდენციის უცნობი სკანდალები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება