რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ

 რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ

"ოსკარის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მომენტი რიგით 89-ე დაჯილდოვების დასასრულს მოხდა. საუკეთესო ფილმის დასასახელებლად სცენაზე ასულმა ფეი დანაუეიმ და უორენ ბიტმა კონვერტი გახსნეს, ბიტმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამოიკითხა: საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულია "ლა ლა ლენდი".

დარბაზის აპლოდისმენტების შემდეგ სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა და პროდიუსერებმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყეს, მაგრამ მოულოდნელად სცენაზე შოუს წამყვანი კომიკოსი ჯიმი კიმელი გამოვიდა და შოუ შეაჩერა. ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ "მოხდა გაუგებრობა" და წლის ფილმი "შეცდომით წაიკითხეს". ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის "ოსკარი" რეალურად არა "ლა ლა ლენდს", არამედ "მთვარის შუქს" გადაეცა.

Los Angeles Times-ის მიმომხილველი იმ უცნობ ფაქტებზე წერს, რაც ამ უხერხული მომენტის დროს კულისებში მოხდა.

"მაშინ, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა გამარჯვების აღსანიშნავად, კულისებში გაისმა: "ო, ღმერთო... მან არასწორი კონვერტი აიღო". შოუს საპროდიუსერო ჯგუფი, ჟურნალისტები გაოგნებულები იყვნენ სიტუაციის ასეთი განვითარებით. "ოსკარის" მთავარი პროდიუსერი მაიკლ დე ლუკა გაოგნებული დაშტერებოდა მონიტორს და ცდილობდა მომხდარი გაეანალიზებინა. მის გვერდით მდგარ მაგიდაზე შამპანურის ჭიქები იდგა, რომელიც რამდენიმე წამის წინ შეავსეს წარმატებით ჩატარებული შოუს აღსანიშნავად...

სიტუაცია ასეთია: აკადემიამ არ იცის რა მოხდა. სცენის მენეჯერი გარი ნატოლი კულისებში შემორბის სიტყვებით: "უორენს ხელში უჭირავს კონვერტი და მას არ უშვებს". ამის შემდეგ სცენაზე ჯიმი კიმელი გადის სიტუაციის მოსაგვარებლად. როცა ის კულისებში დაბრუნდა, დე ლუკამ უთხრა: "მადლობა მეგობარო, სიტუაციიდან გამოყვანისთვის", კიმელმა კი უპასუხა: "ჰო, მაგრამ ეს არავის ემახსოვრება ახლა. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ ყველა დეტალი უნდა გავაანალიზოთ", - წერს Los Angeles Times-ის მიმომხილველი ჯეფრი ფლეიშმანი.

როგორც აღმოჩნდა, კონვერტები არასწორად შეიტანეს სცენაზე. მსახიობმა უორენ ბიტმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებულ კონვერტში ეწერა ემა სტოუნი - "ლა ლა ლენდი", რამაც ის დააბნია და ფილმი შეცდომით ამოიკითხა. შეცდომის გამო მსახიობმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება