ზურა ყიფშიძე მსახიობების გასაჭირზე: "ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, სამი თვე გაგვიჩერეს"

ზურა ყიფშიძე მსახიობების გასაჭირზე: "ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, სამი თვე გაგვიჩერეს"

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებაც. ამ ფაქტს რამდენიმე ცნობილი მსახიობის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი კულტურის მინისტრისგან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ. ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა. "TV პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამ თემაზე გულისტკივილით საუბრობს ზურა ყიფშიძეც:

"მოიჭირეთ ქამრები ძალიან საინტერესო გამონათქვამია. რამდენიმე შემთხვევაში იჭერენ ამ ქამრებს. საინტერესო საკითხია, ყველანი ვიჭერთ თუ არა ქამრებს?! მოვიჭერთ, ეგეთები მოგვიჭერია?! მაგრამ თუ ყველა მოიჭერს და რამდენს. ზოგს მოსაჭერი ადგილი აქვს, ზოგს არ აქვს. ალბათ ეს უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს ჩვენი საქმე და ამ საქმის გარშემო რაც ხდება. უჭირთ ადამიანებს და გამოდიან და საჯაროდ ამბობენ, ჩვენ ვფიქრობთ ასე და იქნებ მოგვხედოთო... მე შემიძლია დავჯდე და შორიდან ვუყურო ამ ყველაფერს, მაგრამ ახალგაზრდები არიან ცოდოები. საწყენია, რომ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები იგრძნობენ თავს ისე, როგორც მე, ჩემხელები რომ გახდებიან. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უნდა გამოვიდნენ ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც და თქვან თავისი სათქმელი.

როცა გიჭირს, შენ დაგეხმარებიან, ვიღაცას პატივს სცემენ და ა.შ., მაგრამ სხვებმა რა ქნან. ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, სამი თვე გაგვიჩერეს. მერე თქვეს, რომ საჩუქარს დააკლდებაო, მერე გავიგეთ, რომ ისეთ მსახიობებს მოეჭრათ, რომლებიც დღეს სცენაზე არ გადიან, მაგრამ იმდენი დაიმსახურეს, რომ ხელფასი ჰქონდეთ. რომ დაუტოვებ მარტო პურის ფულს და მთელ ხელფასს წაართმევ, მგონი, არ არის ლამაზი. უხდებათ სამ-ოთ სამუშაოზე ყოფნა: ტელევიზიაში, თეატრი და... მხოლოდ იმიტომ არა, რომ საინტერესოა სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა, უბრალოდ სჭირდებათ ეს ხელფასისთვის და ამიტომ იხევიან ათ ნაწილად. ან ესმით ეს ან არ ესმით".

წაიკითხეთ ასევე: "მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება