"თალიბები" შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ? - ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება

"თალიბები" შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ? - ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება

რუსეთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია საპასუხო განცხადება ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ ნიკოლსონი არ გამორიცხავს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ.

ეს ვარაუდი მაღალი რანგის ამერიკელმა გენერალმა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ, 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. ნიკოლსონის თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთის ჩართულობა ავღანეთის ომში, "თალიბანის" იარაღით მომარაგებასაც გულისხმობდეს. ამერიკელმა სარდალმა თავი აარიდა დეტალებზე საუბარს, მაგრამ აღნიშნა, რომ "შესაძლებელია პაკისტანში ბაზირებული ჰაყანის ექსტრემისტული ქსელის მონაწილეობა, 21 აპრილს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზაზე მომხდარ შეტაკებაში", რასაც მაშინ სულ ცოტა 140 ავღანელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ გადადგნენ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი.

ამერიკელი გენერლის განცხადებას, რუსეთის მიერ "თალიბანის" იარაღით შესაძლო მომარაგების შესახებ, პრესაც გამოეხმაურა - Reuter-ის ცნობით, "ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურის მონაცემების თანახმად, რუსეთი "თალიბანს" ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, ასევე ამარაგებს იარაღით", - წერს გამოცემა.

ბოლო დღეებში, ავღანეთში გააქტიურდა ექსტრემისტული მოძრაობა "თალიბანი", რასაც საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა, რუსეთს სირიიდან ავღანეთზე ყურადღების გადატანა ჰქონდეს ჩაფიქრებული.

გასულ კვირას ავღანურ ქვედანაყოფზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 150 ადამიანი. ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან, ავღანურ ქვედანაყოფზე თავდასხმა იმ ბაზიდან, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ, 20 კილომეტრის დაშორებით მოხდა და შესაბამისად, აფეთქება ქართული ასეულს არ შეხებია.

ერთ-ერთი ვერსიით, ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები ბაზაზე, ავღანური სამხედრო ფორმაში გადაცმული შევიდნენ და თავი აიფეთქეს. თავდასხმის ობიექტი, სავარაუდოდ, მეჩეთი და სასადილო იყო, რომელშიც ავღანელი სამხედროები და ბაზაზე მომუშავე სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.... მას შემდეგ, რაც ერთმა თვითმკვლელმა შესასვლელში თავი აიფეთქა, ექსტრემისტები ბაზის ტერიტორიაზე მანქანებით შეიჭრნენ. დაკავებულია ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ქამრით ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ასევე, ლიკვიდირებულია დაჯგუფება "თალიბანის" 15-ვე მებრძოლი, რომელიც თავდასხმაში მონაწილობდა.

24 აპრილს, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა - ამჯერად, ქალაქ ჰოსტან ახლოს ამერიკულ ბაზასთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 სამხედრო...

ამ ფაქტს ავღანეთის სამხედრო უწყებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა, - გადადგა თავდაცვის მინისტრის, აბდულა ჰაბიბი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, ყადამ შაჰ შაჰიმი. მათი თქმით, გადაწყვეტილება თალიბების მიერ გასულ კვირას ავღანეთის არმიის ბაზაზე განხორციელებულმა სისხლიანმა თავდასხმამ განაპირობა და სამხედრო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცებით, ისინი საკუთარი ნებით გადადგნენ.

ამერიკის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მატისის განცხადებით, ავღანეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და ისინი ერთად გაუწევენ წინააღმდეგობას საერთო მტერს "თალიბანს". დასავლური პრესის ინფორმაციით, ეს არის პირველი აშკარა განცხადება რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც მაღალი რანგის ამერიკელი გენერალი აკეთებს. აქამდე სხვადასხვა მაღალჩინოსნები მხოლოდ ირიბი განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე