"არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი!" - სალომე კორკოტაშვილი "ქართველთა მარშის" გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

"არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი!" - სალომე კორკოტაშვილი "ქართველთა მარშის" გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიერ 14 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტს "ქართველთა მარშის" მონაწილეთა და ორგანიზატორთა მხრიდან სოციალურ ქსელებში არაერთი უცენზურო, უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების განსხვავებული ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული პოსტები მათმა ავტორებმა წაშალეს, უარყვეს ან განაცხადეს, რომ მათი სახელით "ფეიკ" გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო.

"ქართველთა მარშის" გარშემო ატეხილ სკანდალს, მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის შვილი, მომღერალი სალომე კორკოტაშვილი "ფეისბუქზე" გამოეხმაურა:

"არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით!

მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს ჩემი მთავარი მოტივია რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში. ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს მაგრამ გთხოვთ ნუ დაესევით ერთმანეთს !!

ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის... გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!! Stop acting like children in the playground and start talking like civilized adults

#მშვიდობასაქართველოში" - წერს სალომე კორკოტაშვილი.

წაიკითხეთ: როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას

"ვაი თქვენს კაცობას!" - თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" მონაწილეთა უხამს კომენტარებს პასუხობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს