ბერას ახალმა კლიპმა, რომელშიც რეპერის სექსუალური შეყვარებული მონაწილეობს, ინტერნეტი ერთ დღეში დაიპყრო

ბერას ახალმა კლიპმა, რომელშიც რეპერის სექსუალური შეყვარებული მონაწილეობს, ინტერნეტი ერთ დღეში დაიპყრო

ბერას ახალმა კლიპმა Parlez Vous Français ინტერნეტი ერთ დღეში დაიპყრო. Youtube-ზე 21 საათის წინ დადებულ კლიპს უკვე 125,000-მდე ნახვა და 13,000-მდე მოწონება აქვს.

იხილეთ ვიდეო

ეს არის ბერას პირველი კლიპი, რომელიც ფრანგულ სიმღერაზე შეიქმნა. გადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სასტუმრო "ჰილტონში" და გრიგოლეთში მიმდინარეობდა.

ყველას ყურადღება კი ერთმა ფაქტმა მიიქცია - ბერას კლიპში პარტნიორობას შეყვარებული - რუსი მოდელი ევა მინაევა უწევს. მინაევა 19 წლისაა, ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს და მსოფლიოს ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს.

მოდელის "ინსტაგრამის" გვერდზე ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები მრავლადაა. ფოტოებიდან ირკვევა, რომ წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთადაა, ისინი მაისში, კანის კინოფესტივალზეც ერთად იმყოფებოდნენ. რასაც ევას ოფიციალური ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც ადასტურებს შემდეგი სათაურით - "შენ იცი სადაც უნდა მეძებო".

აგვისტოში რამდენიმე დღე მოდელმა ბერასთან ერთად ბათუმში გაატარა და აჭარის ზღვისპირეთიდანაც პოსტავდა პირად გვერდზე ფოტოებს. მინაევას ინსტაგრამზე 40 ათასზე მეტი გამომწერი ყავს. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ბერა და ევა ერთად არიან ასახულნი, მოდელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "J'apprends le français" (ვსწავლობ ფრანგულს).

წყვილის ერთობლივ ფოტოებზე უამრავი კომენტარია: "ვგიჟდები თქვენზე! გალაქტიკაში საუკეთესო წყვილი ხართ"; "როგორ მიხარია, რომ ყველაზე მოდური და სუპერ წყვილი ერთადაა"; "ფანტასტიკურად გამოიყურებით ერთად"; "მეფე და დედოფალი"; "ერთმანეთს ძალიან უხდებით" - წერენ რუსულ და ინგლისურენოვანი ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაათვალიერეთ ბერა ივანიშვილის და მისი რჩეულის ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება