როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას ორსული მეუღლე - ფოტოები თიკა ალავიძის "ინსტაგრამიდან"

როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას ორსული მეუღლე - ფოტოები თიკა ალავიძის "ინსტაგრამიდან"

ვიდრე ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთად "ევრობასკეტზე" ისრაელთან დაძაბულ თამაშში გამარჯვებას ზეიმობს, მისი მეუღლე სულ მალე ელოდება მეოთხე პატარა ფაჩულიას დაბადებას. თიკა ალავიძე მეუღლეს მეოთხე შვილს უჩენს - ორი ბიჭისა და ერთი გოგონას შემდეგ, წყვილი კვლავ გოგონას ელოდება. ფაჩულიას ცოლი აშშ-ში იმშობიარებს.

ულამაზესმა წყვილმა ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნო. მათ გაცნობას თიკა ალავიძე ასე იხსენებს:

"მაშინ ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ მოხდა ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.

ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე ზაზას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მასთან აშშ-ში, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, რადგან ჩემთვისაც და ზაზასთვისაც ეს მანძილი ძალიან რთული იყო. ჩავედი ამერიკაში და იქ მოვაწერეთ ხელი", - იხსენებს თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წაიკითხეთ: რა დაარქვეს ზაზა ფაჩულიამ და თიკა ალავიძემ მეოთხე შვილს

ცოტა ხნის წინ, თბილისში ჩამოსულმა ზაზა ფაჩულიამ, სპორტის სასახლეში გამართულ დახვედრაზე ემოციური სიტყვით მიმართა საყვარელ მეუღლეს:

"10 წლის წინ მე გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წელიწადში გახდა ჩემი მეუღლე. სამწუხაროდ, თიკა დღეს აქ არ არის, მაგრამ ტელევიზორში გვიყურებს. თიკა ჩემს ორ ბიჭთან ერთად ზის ამერიკაში და გვიყურებენ ჩვენ. თიკა, მინდა გითხრა, რომ შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი. გმირი ხარ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ რამდენიმეს გამოვყოფდი... გმირი ხარ, რომ სამი ულამაზესი შვილი მაჩუქე, გმირი ხარ, რომ მეოთხე შვილს ველოდებით დღე-დღეზე და ალბათ ხვდებით მიზეზს, რატომ არ არის აქ თიკა. გმირი ხარ იმიტომ, რომ 10 წელია მიძლებ. დამეთანხმებით, სპორტსმენის ცოლობა ძალიან რთულია.

გმირი ხარ, რადგან ამ ყველაფერს გაგებით ეკიდები, რომ ყოველ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავთ და განსაკუთრებით დღეს, როცა ძალიან გჭირდება ჩემი მანდ ყოფნა... შენ ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდე და ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. და ბოლოს, გმირი ხარ, რომ ყველანაირად ხელს მიწყობ გავაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს - ეს არის კალათბურთი. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან მენატრებით სამივე, თითქმის ოთხივე...მიყვარხართ", - განაცხადა ფაჩულიამ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება