"ვერ ვიფიქრებდი, რომ რაღაც აწუხებდა, ან რამეზე დარდობდა" - რას იხსენებს პროდუსერი, რომელმაც ლიკა ქავჟარაძე ბოლო ინტერვიუმდე ნახა

"ვერ ვიფიქრებდი, რომ რაღაც აწუხებდა, ან რამეზე დარდობდა" - რას იხსენებს პროდუსერი, რომელმაც ლიკა ქავჟარაძე ბოლო ინტერვიუმდე ნახა

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი გულისტკივილია, ამ წუთებში საქართველო გულწრფელად განიცდის ულამაზესი ქართველი ქალბატონის, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის მოულოდნელ გარდაცვალებას...

არადა, სულ რაღაც 12 დღის წინ, მან საოცრად საინტერესო, თბილი, გულახდილი და ოპტიმისტური ინტერვიუ ტოკ-შოუ "პროფილს" მისცა... ხოლო გადაცემის ეთერში გასვლიდან 6 დღეში მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს...

AMBEBI.GE გადაცემის პროდიუსერს, ქეთი ლომსაძეს დაუკავშირდა.

- საინტერესოა, როგორი იყო მსახიობი იმ დღეს კადრს მიღმა?

- ძალიან განვიცადე ყველა დროის, ყველაზე ლამაზი ქალის გარდაცვალების ამბავი და "პროფილის" სახელით მწუხარებას გამოვთქვამ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენთან სტუმრობა მისი ბოლო ინტერვიუ იქნებოდა.

გადაცემის ჩაწერამდე ტრადიციულად სტუმრებს ვხვდებით ხოლმე და ამჯერადაც ასე იყო. მე და ელენე გახარია ლიკას შინ ვესტუმრეთ. კომპლიმენტი ვუთხარი: რა კარგად გამოიყურებით-მეთქი. წონაში ძალიან მოვიმატეო, - წუხდა. ვისაუბრეთ გადაცემის ფორმატზე და მალევე დავემშვიდობეთ.

სეზონის გახსნა იყო და იმ დღეს, როდესაც გადაცემას ვწერდით, ძალიან დაკავებული ვიყავი, ამიტომ ბევრი მასთან არ მისაუბრია. თუმცა საგრიმიოროში რამდენჯერმე შევაკითხე, - რამე ხომ არ გჭირდებათ-მეთქი? შორენა ბეგაშვილზე ლაპარაკობდა, - რა ლამაზია, რა მაგარ ფორმაშიაო, რაზეც გადაცემის მსვლელობისას თქვა.

- ხომ არ ნერვიულობდა ან წუხდა რამეზე?

- მშვენიერ განწყობაზე იყო, ვერ ვიფიქრებდი, რომ რაღაც აწუხებდა, ან რამეზე დარდობდა. ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს და ამისთვის წონაში უნდა დავიკლო სასწრაფოდო, ასევე გამოფენისთვის ემზადებოდა...

მაშინაც, როცა მის სახლში პირისპირ ვიჯექი და ახლაც, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - მართლა საიდან მოდის და სად მიდის სილამაზე...

P.S. AMBEBI.GE წუხს ულამაზესი ქართველი მსახიობის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ასევე სრულიად საქართველოს, რადგანაც მსახიობი ლიკა ქავჟრაძე საქართველოს დააკლდა!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: ზაზა კოლელიშვილი - ლიკა ქავჟარაძეს თავის მოკვლის არანაირი მიზეზი არ ჰქონია

ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება