"შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო

"შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით..." - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, თაიმს სქვერთან ახლოს მდებარე ავტობუსების სადგურზე დღეს აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანი დაშავდა. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა სერიოზული, კიდევ სამმა პირმა კი - მცირე დაზიანებები მიიღო. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა და ეჭვმიტანილის ვინაობაც დაადგინა. მანჰეტენზე მომხდარ შემთხვევას ქართველი ემიგრანტი ეკა წურწუმია შეესწრო, რომელიც AMBEBI.GE-სთან მომხდარს იხსენებს:

"სამსახურში მივდიდიოდ... მანჰეტენზე, ავტობუსების გაჩერებასთან უნდა მივსულიყავი, მაგრამ ყავის რიგში შევყოვნდი. გაჩერებიდან სულ რამდენიმე მეტრში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა... შიშისა და დაბნეულობისგან სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ტროტუარზე დავემხე სახით. გარშემო მანქანები ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდნენ,  ავტობუსების ტერმინალიდან რამდენიმე პოლიციელი იმ მიმართულებით გარბოდა, სადაც აფეთქება მოხდა... ვიღაცამ დაიყვირა - არ ადგეთო. არ მახსოვს, რადენ ხანს ვიწექი ასე და რამდენმა ადამიანმა გადამირბინა ზედ... შემდეგ პოლიცია მოვიდა და რაღაც მიმართულება მიჩვენა - იქით წადიო" - იხსენებს ეკა წურწუმია.

მისივე თქმით, შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქება თვითნაკეთი ბომბით მოხდა და ინცინდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

"ტერორისტი ბრუკლინში მცხოვრები, 27 წლის ბანგლადეშელი ყოფილა, რომელსაც "აისისთან" ჰქონდა კავშირი... აფეთქების ადგილზე პანიკა იყო. რამდენიმე წუთში, უამრავი პოლიციის მანქანა მოვიდა და ის ადგილი გადაკეტეს.  ცოტა ხანში ვერმტფრენიც გამოჩნდა... სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა რაღაცები მკითხა - წყალი დამალევინეს და სამსახურში წავედი, რადგან ჩემი ცვლა უკვე დაწყებული იყო..." - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტერაქტის მცდელობაც იყო, თუმცა, მისი აღკვეთა შეძლეს. ტერორისტი მეტროს სადგურში ცდილობდა აფეთქების მოწყობას, თუმცა, სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს... ნაპოვნია, რამდენი ცალი თვითნაკეთი ბომბი. ადგილზე იმყოფებოდა ექპერტიზის სამსახური და მეტროს სამი ხაზიდან, მგზავრების ევაკუაციაც მოხდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"