პოლიციამ ამერიკაში ქართველი ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ ამერიკაში ქართველი ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა

ლუისვილის პოლიციამ ქართველი ექიმის, დავით კანდელაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. 23 წლის მამაკაცი ეჭვმიტანილია დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის მკვლელობაში.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ვინმე აარონ ერნანდესი. მას ბრალად ედება მკვლელობა და ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირება.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულს ჯოშუა რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ჯოშუა რაისი და დავით კანდელაკი 18 იანვარს, ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს. დავით კანდელაკს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ის პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ხილეთ ვიდეო: ვინ არის მამაკაცი, რომელიც აშშ-ში ქართველი ექიმის მკვლელობის საქმეზე დააკავეს - ეჭვმიტანილს ორი მკვლელობა ბრალდება

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"