"საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას შეძახილებითა და სიგნალებით მიუვარდნენ

"საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას შეძახილებითა და სიგნალებით მიუვარდნენ

”რუსთავი 2”-ის შენობასთან, ”ქართული მარშის” წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. არხის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.

"შე, სატანა, საყურეეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან, გადმოდი... ოჯახში არ გაიზარდე?! ბოდიში მოიხადე... შენ ვინ მოგცა იესოს სახელის ხსენების უფლება?! ხალხს ბოდიში მოუხადე და საქართველოდან გაიქეცი" - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები გაბუნიას. აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები, მანქანას წიხლებს ურტყამდნენ და აფურთხებდნენ. გაბუნია მთელი ამ დროის მანძილზე ავტომანქანაში იჯდა.

ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა

აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი.

იხილეთ: ხმაური "რუსთავი 2"-ის შენობასთან - "ქართული მარშის" წევრები P.S-ში გაბუნიას განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

“ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ