"მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ შვილი დაასაფლავა" - რას წერს მინისტრი წყნეთში მომხდარ ავარიაზე

"მძღოლმა, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ შვილი დაასაფლავა" - რას წერს მინისტრი წყნეთში მომხდარ ავარიაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი წყნეთში, 26 მარტს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, მოზარდი, რომელსაც მისი უწყების კუთვნილი ავტომობილი დაეჯახა ამ დროისთვის კარგადაა და უკვე საავადმყოფოდანაც გაწერეს.

"მადლობა უფალს, ბავშვი კარგადაა, ყველა გამოკვლევა ჩაატარეს და საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს.

შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული მაშინაც, როცა მოძრაობის წესებს არ არღვევს. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში მძღოლს, შესაძლოა, რეაგირებაც ვერ მოესწრო ასეთი ინციდენტისას და არც მინდა ვიფიქრო შესაძლო შედეგზე. მადლობა ღმერთს!

ახლა გამოძიება მიმდინარეობს, არის ბევრი მოწმე და თვითმხილველიც და ყველაფერს იტყვიან. ამიტომ ამაზე მე არაფერს ვიტყვი. მძღოლი, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან თანამშრომლობს და ეს ადამიანი, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, სამი თვის წინ საკუთარი შვილი დაასაფლავა, დღეს ბედნიერია იმით, რომ ეს პატარა ბიჭი კარგად არის და უკვე სახლშია. ეს არის ყველაზე მთავარი" - წერს ციხელაშვილი.

მინისტრის ინფორმაციითვე, ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი გაჩერებული ავტობუსის უკანა მხრიდან გამოვარდა.

"კიდევ კარგი ნელა მოვდიოდით. ძლივს მოასწრო მძღოლმა რეაგირება და დამუხრუჭება. ბავშვი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა" - წერს მინისტრი "ფეისბუქზე".

როგორც ცნობილია, გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა 12 წლის მოზარდს წყნეთში, სკოლის მიმდებარედ დაეჯახა. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს