ავტორი:

რას წერენ რუსი ექსპერტები და მედია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

რას წერენ რუსი ექსპერტები და მედია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

"ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს, მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის" - განაცხადა ივანიშვილმა 2015 წელს. როგორც ჩანს, სხვა მიზეზებთან ერთად "მეორედ მოსვლის" დადგომის ერთ-ერთი წინაპირობა "ქართული ოცნებაში" გაჩენილი ბზარებიც გახდა...

რუსული მედია წერს, რომ ივანიშვილის "ქართული ოცნების" თავჯდომარედ დაბრუნება ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ ივანიშვილის დაბრუნება მის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტიიდან, შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, კენჭი სწორედ მან იყაროს..." - წერს ekhokavkaza.com.

"ოლიგარქი წავიდა - ოლიგარქი დაბრუნდა" - ასე აფასებენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რუსი ექსპერტები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად ადევნებენ.

"ნასწავლი დემოკრატიის" აისი - ასე ეხმაურება საერთაშორისო დისკუსიის კლუბის დირექტორი ფეოდორ ლუკიანოვი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, ყველაფერი იცვლება და თუ ერთ დროს, ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობა და თანამედროვეობის გამოწვევები მოდაში იყო - ახლა პრინციპები თანდათან იცვლება.

"განვითარებად ქვეყნებში ეს შეხედულება თავიდან აქტუალურია, შემდეგ კი ბეზრდებათ... ერთის მხრივ, ეს მოსახლეობის მხრიდან სისტემის მიმართ უნდობლობით უნდა ავხსნათ, რაც ოპოზიციის სისუსტითაც არის გამოწვეული. მოსახლეობის საპროტესტო განწყობა მატულობს და რადიკალური ხდება. ამ ფონზე კი, ავტორიტარული ტენდენციები უფრო ძლიერდება...

ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მყარად არიან დარწმუნებული, რომ მათი ძალაუფლება და ლიდერი შეუცვლელია და ამას ღიადაც აცხადებენ. ძალაუფლების გასამყარებლად და გასაგრძელებლად კონსტიტუციის გადაწერა ხდება. სხვადასხვა დროში ასე მოხდა სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში...

თუმცა, ჩვენ ახლა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ვსაუბრობთ - 2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ, უამრავი შეცდომის გამო უამრავი რეფორმების ავტორი ხელისუფლება გადაირჩია და სათავეში ოლიგარქი მოიყვანა, რომელიც ზოგჯერ ჩრდილოვან პოლიტიკას აწარმოებდა, ზოგჯერ კი - სიტუაციის შესაბამისს... ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. სომხეთში ოლიგარქი გაუშვეს - საქართველოში დაბრუნდა..." - წერს ფეოდორ ლუკიანოვი.

EADaily-სთან საუბარში პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ისკანდერიანი აცხადებს, რომ ასეთი არასტაბილური პროცესების მიზეზი "მენეჯმენტის ღრმა კრიზისია".

"პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც საჯარო პოლიტიკაა, მაგალითად, სომხეთში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში საპარლამენტო სრულფასოვან მმართველობაზე გადასვლა რთული პროცესების თანხლებით ხდება.

ბოლო დროს საკმაოდ საინტერესო ვითარება იყო საქართველოში, სადაც ქვეყანას მართავდა ადამიანი, რომელიც ფორმალურად არ იყო ხელისუფლებაში და თბილისთან ახლოს მდებარე მთის წვერზე, თავისთვის ცხოვრობდა... ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი... იგივე სიტუაციაა მოლდოვაში, სადაც ქვეყანას ასევე ოლიგარქი - დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მართავს" - აცხადებს ის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე