მამა ანდრია "ქართული მარშის" ორგანიზებული აქციაზე მივიდა - "თქვენ მარტო არ ხართ..."

მამა ანდრია "ქართული მარშის" ორგანიზებული აქციაზე მივიდა - "თქვენ მარტო არ ხართ..."

თქვენ მარტო არ ხართ, სადაც ჩვენი შვილები არიან, ჩვენც მათ შორის ვართ, - ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ "ქართული მარშის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ანდრია ორმოცაძემ.

მისი განცხადებით, აქციას შემოუერთდებიან სასულიერო პირებიც და საჭიროა აქციამ მშვიდობიან ფორმებში ჩაიაროს. მამა ანდრია ორმოცაძემ მწუხარება გამოთქვა ასევე, რომ მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

"ჩვენი აქ მოსვლა არის მშვიდობიანი და ჩვენი აზრის დაფიქსირება გვსურს მშვიდობიან ფორმებში. ჩვენ არავის ვუვარდებით ოფისებში და ჩვენ გამოვდივართ საზოგადოების თავშეყრის ადგილას. სამწუხაროა, რომ მოხდა არაერთი ადამიანის დაკავება, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ წამოვეგოთ პროვოკაციას, არ დავივიწყოთ, რომ ქრისტიანობა სიყვარულია, მაგრამ ამ სიყვარულში არ მოიაზრება უსამართლობა. მინდა გითხრათ, რომ მშვიდობიან აქციას სასულიერო პირებიც შემოუერთდებიან. თქვენ მარტო არ ხართ, სადაც ჩვენი შვილები არიან, ჩვენც მათ შორის ვართ", – განაცხადა მამა ანდრიამ.

პარალელურად მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ