გია ჯაჯანიძე და დუტა "იქს-ფაქტორში" - რა სიახლეები ელოდება მაყურებელს ლაივ-კონცერტებზე

გია ჯაჯანიძე და დუტა "იქს-ფაქტორში" - რა სიახლეები ელოდება მაყურებელს ლაივ-კონცერტებზე

"იქს ფაქტორის" ლაივ კონცერტები ფილარმონიაში ორშაბათიდან დაიწყება. პროექტის ათი მონაწილე უკვე შერჩეულია, ორი სკამის ტურს მაყურებელთა უპრეცედენტო რაოდენობამ უყურა და ეს ბუნებრივიც არის.

რას გვპირდება ლაივ-კონცერტებზე "იქს ფაქტორი", ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პროექტის პროდუსერი გიორგი ხაბურზანია ესაუბრა:

"გუშინდელ გადაცემას ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა, რაც განაპირობა იმან რომ მაყურებლის ასაკი გაიზარდა. წელს ყველაზე ძლიერი თაობა მოვიდა პროექტში და ამან უფროსი ასაკის მაყურებლის ინტერესიც გამოიწვია. მითუმეტეს, გუშინ ორი სკამის ტური იყო. რომელიც საკმაოდ დრამატული და ემოციური ეტაპია პროექტში, გუშინ ასევე მეხუთე მენტორი დაგვემატა - ანრი ჯოხაძე, რომელმაც თავისი მუხტი შემოიტანა პროექტში".

- რას შესთავაზებთ მაყურებელს ლაივ-კონცერტებზე?

- ძლიერი მუსიკალური ნომრები გვექნება და ეს ბუნებრივია. გვყავს ახალი წამყვანებიც. გიგო და დუტა კონკურსანტების ოთახის წამყვანები იქნებიან, სადაც ცალკე შოუს დადგამენ. სელებრითების ოთახის წამყვანი იქნება გია ჯაჯანიძე, რომელიც ორიგინალური ადამიანია და არავინ იცის როდის რას გააკეთებს, ასევე ლიკა ქორქია და "ბახუტას შოუს" ვახო იქნებიან წამყვანები. რაც შეეხება რუსკას და ვანიკოს ისინი თავისთავად იქნებიან და ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ასევე გვექნება ქორეოგრაფია ყველა სიმღერაზე, მოკლედ კარგი შოუ ელოდება მაყურებელს.

წაიკითხეთ ასევე: "შოუ უნდოდა ხალხს და ხალხი მიიღებს შოუს!" - "იქს ფაქტორის" ყველაზე დრამატული ტურის მიმოხილვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ