მალელი მიგრანტის მიერ გადარჩენილი ბავშვის მამა ინციდენტის დროს ტელეფონზე თამაშობდა

მალელი მიგრანტის მიერ გადარჩენილი ბავშვის მამა ინციდენტის დროს ტელეფონზე თამაშობდა

რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ გაიცნო პარიზში მცხოვრები მალელი არალეგალი მიგრანტი, რომელმაც მეოთხე სართულიდან გადმოვარდნისგან ბავშვი გადაარჩინა. CNN-ის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ბავშვი აივანზე გადაცოცდა, მისი მამა თამაშით Pokemon Go იყო დაკავებული.

ფრანგი პროკურორის, ფრანსუა მოლინსის განცხადებით, 4 წლის ბავშვის მამა საყიდლებზე გავიდა და ბავშვი სახლში მარტო დატოვა. სახლში მოსვლა დააგვიანა, რადგან გადაწყვიტა, გზად ტელეფონით ეთამაშა.

მოლინსის ინფორმაციით, ბავშვი მამასთან ცხოვრობს, მისი დედა ქვეყანაში არ იმყოფება. ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ბავშვი მამუდუ გასამამ, რომელიც სწრაფად აცოცდა მეოთხე სართულზე, თითქმის მთელმა მსოფლიომ ნახა.

ნახეთ, ასევე : მძიმე კადრები - ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდნისგან უცნობმა მამაკაცმა გადაარჩინა

გასამას მადლობა პირადად გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არალეგალ მიგრანტს საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭა და პარიზის სახანძრო სამსახურში დაასაქმა.

მოლინსის ინფორმაციით, მამას 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე