"აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!" - მორაგბეები განცხადებას ავრცელებენ

"აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!" - მორაგბეები განცხადებას ავრცელებენ

ქართველი მორაგბეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციას არ შეუერთდებიან. ამის შესახებ ქართველი მორაგბეების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რაგბის კავშირი ავრცელებს.

"ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ.

მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.

უმორჩილესად გთხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.

ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!" - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მორაგბეების აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განცხადება ზვიად კუპრავამ გააკეთა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ