პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები მივიდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციას თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებიც შეუერთდნენ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბეებიც მივიდოდნენ, თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით თავად მორაგბეებმა ინფორმაცია უარყვეს. მათ განცხადება გაავრცელე, სადაც ნათქვამი იყო, რომ "აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ჩაერთვებიან".

რუსთაველის გამზირზე აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება და ადგილზე კარვები გაიშლება. აქციის მონაწილეები დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულების დასჯას მოითხოვენ. ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი.რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ