როგორ ეხმაურებიან გუშინდელ აქციას ფეისბუქმომხმარებლები

როგორ ეხმაურებიან გუშინდელ აქციას ფეისბუქმომხმარებლები

გუშინ, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოაცხადა, ჯერ მთავარ პროკურატურასთან, ხოლო შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები განაჩენს აპროტესტებდნენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისა გამოჩენისა და პოლიტიკური ლოზუნგების გახმოვანების შემდეგ, სოციალურ ქსელებში უამრავი საპროტესტო პოსტი გავრცელდა. საზოგადოების წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ და იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ მავანნი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობენ.

მანიკა ასათიანი, მოდელი:

ხომ შეიძლება, რომ სამართლისთვის ბრძოლას, ერთხელ, მაინც არ მიეცეს პოლიტიკური სახეე??!!! მეზიზღებით ყველა, ვინც ამ ბავშვის და მისი მშობლების ტრაგედიით პოლიტიკურ ხელებს ითბობთ!!! ასევე მეზიზღებით ყველა, ვინც ამ კაცის საცოდაობას უყურებთ და ხელს აფარებთ დამნაშავეს, თუნდაც დუმილით!!!მკვლელები ციხეში!!! და აქციაზე საკუთარი თავის გასაპიარებლად მისული ხალხი სახლში!!!!

ნინო დადვანი, ჟურნალისტი:

მოვითხოვ სარალიძის მკვლელების დასჯას, და სირცხვილი, კიდევ ერთხელ ნაციონალურ პარტიას ამ კლოუნადის მოწყობისთვის! სამწუხაროა, რომ ახლა არავინ ფიქრობს ბავშვებზე! დაღუპულებზე და მათზე უფრო უბედურებზე! კლოუნადა მოაწყეს!

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:

ასპუნქტიანი სტატუსი რომ დავწერო, არავინ წაიკითხავს, ამიტომ, დავწერ მერვე, სამოცდამეშვიდე და ოთხმოცდამეხუთე პუნქტებს.

8. შოთაძის გადადგომა კარგია, მაგრამ არასაკმარისი, ასობით "შოთაძეა" სისტემაში, მოყოლებული შევარდნაძის დროიდან.

67. ეს აქცია პოლიტიკურ აქციად იქცა... პროკურატურიდან შს-ში საქმის ატან-ჩატან-გატანა პოლიტიკურ კრიზისს ვერ ააცილებს ქვეყანას... რატომ? იმიტომ, რომ ასობით "შითაძეა" სისტემაში, მათ შორის, შს-შიც.

85. კომისიის შექმნაც არაა საკმარისი, უფრო ზუსტად, ხელისუფლება ამოისუნთქებს... და რა?

ამასობაში დამავიწყდა მეხუთე, ოცდამესამე და ორმოცდამერვე პუნქტები.

5. მაჩალიკაშვილის მამამ რაც თქვა, მოისმინეთ? თქვა, ფიცი მქონდაო დადებულიო, რომ თავს ავიფეთქებდი პროკურატურაშიო...

23. დააფარებ ხელს გირგვლიანის მკვლელს?.. მიიღებ სარალიძის ამბავს - დაუწერელი კი არა, დაწერილი კანონია.

48. კოლექტიური მურუსიძის მიმართ ნდობა არის ამის მიზეზი... გახსოვთ მურუსიძე?

შესანიშნავი ანალიზია არა? არადა - არა! სუსტია.

მეცხრე პუნქტი დავუმატოთ.

9. აქციაზე დგანან პოლიტიკოსები, ზოგი მათგანი ამაზრზენია... ზოგი ზონდერია (ნუ ყოფილი)... როგორ ვენდო?.. ვერ ვენდობი. მომიტევეთ.

შევავსე თითქოს... მაგრამ, სადაა მეჩვიდმეტე პუნქტი? აი, ისიც:

17. პრემიერისათვის ბოთლების სროლა არის ძალიან ცუდი ქმედება.

უი, სამოცდამეცამეტე პუნქტი გინდათ?.. ახლავე:

73. ახალი გენ.პროკურორის არჩევა კი კარგია პრემიერო, მაგრამ, რადგან "სპიჩში" შემოგექოთ ძველი, ანუ შოთაძე ანუ ის, ვისი გამომძიებელ-პროკურორებიც ასეთ აბსურდებს წერდნენ, არ არსებობს გარანტია, რომ ახალი შოთაძე არ შემოგერჩევათ... თუ, მით უფრო, თქვენთან თანამშრომლობაზე უარს გეტყვიან.

აქვე მივაწერ მეოცე, ოცდამეათე, მეორმოცე და ორმოცდამეათე პუნქტებს.

20. სამართლებრივი ჩარჩოებიდან პროცესები არ უნდა გავიდეს...

30. ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის ყოველთვის აქვს აზრი.

40. მაკა ჩიჩუას მისვლა აქციაზე იყო კარგი ქმედება. პრემიერის მეუღლეც რომ მისულიყო, იქნებოდა კარგი. ჩვენ, უპირველესად, ადამიანები ვართ.

50. ობიექტურები რომ ვიყოთ, ბევრი მოქალაქე დარჩა თუ ჩარჩა სახლში.... რატომ?.. ზონდერები ვახსენე ზემოთ. არ აქვთ მოქალაქეებს შეგრძნება, რომ პოლიტიკურად არ ისარგებლებს პოლიტიკური ის ჯგუფი, რომელიც იგივეს არ გაიმეორებს ზეგ კი არა, მაზეგ.

ამასობაში მთავარი გამომრჩა, ანუ, პირველი.

1. მკვლელი, ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს.

მარიამ კუბლაშვილი, ადვოკატი:

არ მოვიწონებ არცერთ შემთხვევაში ბოთლების სროლას და მართლაც ზღვარგადასულ გაპოლიტიზირებას ამ დიდი უბედურების!!!!!!!!! პრემიერს დააგვიანდა, მაგრამ მაინც მოვიდა. მე პრემიერს პატივს ვცემ, მე მისი მეტად მჯერა, ვიდრე ვანო მერაბიშვილის!!!!!

ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის აღსადგენად და მე პირადად ვგმობ ნაციონალური პარტიის ამაღლებულ ხმას! მე მათ ვგმობ, რადგან ისინი იყვნენ ანალოგიური მკვლელები და სადისტები! მე არ მინდა არცერთი სისხლიანი მთავრობა!

ხალხს სურს სამართალი! მშვიდი ძილი! ნუ მოკლავ‼️ ნუ მოკლავ ‼️!!! ზაზა სარალიძეს და ჩემს ვახას ვთხოვ, მოუსმინონ მხოლოდ საკუთარ გულს...ყველა გადადგება! ყველა წავა! ყველა დაისჯება, გაბედეთ და შეძელით ეს! შეძელით თამამად დასაჯოთ დამნაშავენი! ეს იქნება დიდი პოლიტიკური სიბრძნე!

მელორ ვაჩნაძე, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული:

კუპრავა შე მიხოს შვილო))) შენ ხარ სუსუს აგენტიც და მოძალადეც ნაციონალურ მთავრობაში, იყავი ძალოვანი ხალხს რომ კლავდნენ!!! ტელევიზიებო ბოლოჯერ გეუბნებით არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფს და ამ რეგალიების კეთებას შეეშვით!!! ასე ლამაზად მოხდა ამ აქციის ლუსტრირება!!! ზაზა სალარიძე მე ვარ აგენტი?))) ზაზა ღმერთმა გაპატიოს მე გპატიობ!!!

კახა დგებუაძე, ჟურნალისტი:

დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია და არ დავიზარე და წავედი, ვინაიდან ერთი კონკრეტული ოჯახი დიდ ტრაგედიას განიცდის: 1. შვილის მოკვლით; 2. უსამართლობით, როდესაც მკვლელს ან ხელს აფარებენ ან გამოძიების ჩატარება არ შეუძლიათ, რათა დამნაშავე გამოავლინონ და კანონის სიმკაცრით დასაჯონ. მე დღეს ვიყავი აქციაზე, რათა ამ კონკრეტული ოჯახისთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა და როგორც რიგით მოქალაქეს ხელისუფლებისთვის მეთქვა, რომ დაუშვებელია დამნაშავის დაუსჯელად დატოვება. მაგრამ მე დღეს იმ აქციაზე არ ვყოფილვარ, როგორც ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების დღისწესრიგის გამტარებელი, ხელისუფლების დამხობისა და დაუმორჩილებლობის მოთხოვნით. ძალიან დესტრუქტიული მესიჯები გაისმის ამ აქციაზე ახლა, რაც პირველ რიგში პროტესტის არსს ავნებს.

ამ აქციას სარალიძეებთან უკვე არანაირი კავშირი არ აქვს! ამ აქციას უკვე მართავს ის ხალხი, ვინც ერთი ოჯახის ტრაგედიას პირადი ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს! სამწუხაროა, რომ სამართლიანი პროტესტის არსი ასე ჩაახშეს პოლიტიკურმა ნაძირლებმა! მე ამ აქციას აწი სოლიდარობას ვერ გამოვუცხადებ, ვინაიდან კონკრეტულ ქეისს გასცდა!

ზაზა სარალიძე საუბრობს თუ ზვიად კუპრავას აზრებს ახმოვანებს რთული გასაგებია. სამწუხაროდ, ჩაითრიეს ეს კაცი ბინძურ პოლიტიკურ თამაშში. დაკარგავს იმ ხალხის მხარდაჭერას, ვინც ადამიანურად უთანაგრძნობდა. ჩვენ მხარს ვუჭერდით შვილმოკლულ ზაზა სარალიძეს, რომელიც სამართალს ეძებდა და არა პოლიტიკური რევანშისტური ჯგუფების მიერ მართულ ზაზა სარალიძეს. ასე შეხვდა ზაზა სარალიძე პრემიერს აქციაზე. მერე ნაძირალა კუპრავამ და ნაცპარტაქტივმა ბოთლების სროლა დაიწყეს.

რეზო რეხვიაშვილი, 2011 წლის 26 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე:

გულმა ვერ მომითმინა და მივედი აქციაზე. მინდოდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მივსულიყავი, მენახა ეს შეუპოვარი კაცი, ეგრძნო რომ მარტო არ არის, ეგრძნო რომ ხალხი არ მივატოვებთ, მაგრამ, მაგრამ.. აღმოვჩნდი სულ სხვაგან. აღმოვჩნდი იმ პოლიტიკური პარტიის აქციაზე, ვისაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, აღმოვჩნი მკვლელების გვერდზე და ტრიბუნიდან სისტემის დანგრევაზე მიყვებოდა ადამიანი, ვინც საქართველოში ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია. ზვიად კუპრავა, ვინც მე 26 მაისს მარბევდა და ჩემი მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლა და სახურავზე შეაგდო-დენმა დაარტყაო. მე მერე რაც გადამხდა, აღარ ვიძახი. მასწავლიდა როგორ უნდა დამენგრია სისტემა და როგორ უნდა ამერჩია პროკურორად ნიკა გვარამია. სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვერ დავდგები ძმაო მე იქ, სადაც მკვლელები გამოდიან სიტყვით. ყველა შვილი ყველას შვილია, შენი შვილიც ჩემი შვილია და ყველა ის შვილებიც, ვინც შენს გვერდით მყოფმა ხალხმა ამოხოცა.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

რამდენიც არ უნდა გადავიდეს აქცენტი იმაზე, რომ "ნაციონალებმა ხელში ჩაიგდეს მიტინგი", ვერ გადაძლევს მთავარ პრობლემას, რასაც ხალხი ითხოვს, - სამართლის სისტემა არის ჩამოსაშლელი და თავიდან ასაწყობი. სამართლის სისტემის სიმახინჯე რადგანაც მთლიანად პოლიტიკის საკითხია, გასაკვირი არაა, არანაირი მიდრეკილების პოლიტიკოსების ადგილზე ყოფნა. მონა შოთაძე არ იყო, უდანაშაულო სამხედროები ციხეში რომ აყურყუტა პოლიტიკის გამო? უამრავი ადამიანი იყო აქციაზე, უმეტესობას, ჩემი ჩათვლით, საერთოდ არავითარი პოლიტიკური ძალის მიმართ არა აქვს არც სიმპატია და მითუმეტეს არც მორჩილება. ადამიანებს სჭირდებათ სამართლის პოვნის გარანტირებული განცდა. სამართლიან გარემოშია მხოლოდ შესაძლებელი ქვეყნის ნორმალური განვითარება. ეს არის დაცულად თავის გრძნობის ფუნდამენტი. სისტემა არ უნდა სრესდეს ადამიანებს თავის ნებაზე და ხალხი მორჩილად არ უნდა ეგუებოდეს ამას.

კოკო როინიშვილი, მსახიობი:

მორჩით ამ სისულელეების წერას და ლაპარაკს!!!! რა მნიშვნელობა აქვს ნაციონალები დგანან ლეიბორისტები ბურჯანაძე თუ ვინც არ უნდა იყოს!!!! მთლად ესეც ნუ დაგაშტერებენ!!! მორჩით სისულელეებს!!! გამოდით და დადექით ამ კაცის გვერდზე!!!!

ნათია დოლიძე, ჟურნალსიტი:

ისეთი ისტორიას ჩაბარებული ხალხი ცდილობს მტვრის ჩამოფერთხვას და ამ პროცესებისგან სარგებლის მიღებას, აუტანელია ყოვლად, "ქართულ იცნებაზე" კი ყველაფერი ახია...

ზურა თვაური, ჟურნალისტი:

უკვე ბევრი წერს ფეისზე, რომ აქციაზე სრულიად "ნაცეთია" წარმოდგენილიო და მართალია? თუ ასეა, გამოდის, ზაზა სარალიძის ტრაგედიას ერთი კარგად იყენებენ თავისი მიზნებისთვის, რადგან ამდენ ადამიანს თითონ ვერასოდეს შეკრებდნენ.

ირინა ბათიაშვილი, უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის შვილი:

„რუსთავი 2”-ს ვუყურებ და მახსენდება მამას დაჭერის პრეისტორია, „რუსთავი 2“-მა ხომ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა... მერე 10 წელი იმ უსამართლობას, როგორც აშუქებდა დაგავიწყდათ ხო?! „რუსთავი 2“-ს 10 წლის განმავლობაში ერთხელ არ გაუშუქებია ბუტას ამბავი, სანდროს ამბავი, ვაზაგაშვილის ამბავი და ახლა 24-საათიან რეჟიმში აშუქებს მოწოდებებს მთავრობის გადადგომაზე და მერე ალბათ მიშას ჩართავენ ისევ პირდაპირ ეთერში. ეს ტელევიზია ქვეყნის სირცხვილია!

იცით რა, ვინც ჩემი მეგობრები დგახართ მანდ, ცოტა გონზე მოდით! „ნაცებს“ რევოლუცია არ გამოუვათ! რა ლოზუნგებს ისმენთ?! აქციაზე წესით უნდა მოითხოვონ გამოძიება სამართლიანი, დამნაშავეების შესაბამისი პასუხისგებაში მიცემა. ძირს ხელისუფლება ლოზუნგი რა შუაშია?! გადატრიალება ამ ქვეყანაში არავის გამოუვა! ბუტა რობაქიძეს და გვირგვლიანის საქმეზე ბევრს რომ ლაპარაკობთ, მაშინ ჩვენ რომ დავდიოდით აქციებით ქუჩა-ქუჩა სად იყავით? განსხვავება მაშინ იცით რა იყო? - ჩვენ ვითხოვდით მთავრობის შესაბამისი პირების დასჯას იმიტომ, რომ ბუტა რობაქიძე, გირგვლიანი და ვაზაგაშვილი მერაბიშვილის დაკვეთით მოკლეს! საშინელებაა, როცა გამოძიება სწორად არ მიმდინარეობს და სწორია, როცა ვითხოვთ გამოძიებას სამართლიანად და ვინც არ გამოიძია სპეციალურად საქმე, ის პირები უნდა გადადგნენ და გადადგა კიდეც გენ-პროკურორი.

თუ კიდევ ვინმე არის გარეული ისინიც უნდა დაისაჯონ და გამოიძიონ ნორმალურად, ასევე, სასამართლო უნდა გაიწმინდოს ისეთი მოსამართლეებისაგან როგორიც არის - ეკა არეშიძე, ეს არის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც მამაჩემს გამოუტანა განაჩენი, აი, ასეთი მოსამართლეები კორუმპირებულები და ძარღვგაწყვეტილები აღარ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში, მაგრამ რა შუაშია გადატრიალებისკენ და ამბოხებისკენ მოწოდება? ნუ ასხავთ “ნაცების” სუბელიანების წისქვილზე წყალს! შვილმკვდარი მამის ტკივილს რომ იყენებენ და კბილებს ილესავენ აქ რამე არიოს! ახლა ტელევიზორში ვიღაც დეგენერატი მერაბიშვილის ქებაშია პირდაპირ ეთერში 22:15 -ზე და თურმე მერაბიშვილის პოლიტიკაა მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის… აწი, ვინც ამათ დაკრულზე ივლით და ტაშს დაუკრავთ, ნუ იტყვით, რომ ეს ქვეყანა გიყვართ! ნუ ახსენებთ ბუტა რობაქიძეს! სანდრო გვირგვლიანს! იურას და ზურა ვაზაგაშვილებს! თქვენ ამის უფლება იმ წუთიდან აღარ გაქვთ როცა 22:15 - წუთზე იმ აქციაზე მერაბიშვილსა და მის პოლიტიკას აქებდნენ… სირცხვილია! სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ მე რუსთაველზე არ მოვისმენ მერაბიშვილის ქებას და სხვისი მოკლული შვილების სისხლით გასვრილი “ნაცი” პოლიტიკოსების გვერდით არ დავდგები!.

***

მართლა გულით მინდა მეც დავაფიქსირო ჩემი აზრი, თქვენთან ერთად მოვითხოვო: დამნაშავეების პასუხისმგებაში მიცემა; გამოძიების დაწყება იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს საკუთარი სამსახურებრივი ვალდებულებები; ასევე სასამართლო სისტემაში ნაციონალების დროიდან გადმოყოლილი კორუმპირებული მოსამართლეების საკითხის შესწავლა.

მეგობრებო გთხოვთ, არ დაუშვათ ნაციონალურმა მოძრაობამ და რუსთავი 2-მა ეს გულწრფელი პროტესტი გადაზარდოს ლოზუნგებში: “ძირს ხელისუფლება” “გადადგეს მთავრობა” “დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები” არა! არ მივცეთ ნაციონალურ მოძრაობას ჩვენი თავისუფალი სიტყვა ტალახში ამოსვაროს და თავისი ბინძური მიზნებისთვის გამოიყენოს. აქ ეს ლოზუნგები არაფერ შუაშია! დამნაშავეები, რომლებიც ფიგურირებენ ამ საქმეში ხო არ არიან თანამდებობის პირები?! ყველა ვისაც გულწრფელად სურს სამართლიანობის აღდგენა - ამ ორი ბიჭის მკვლელობაში მონაწილე პირების გასამართლებას ითხოვს!

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს