"ცხედარს სიფრიფანა ცხვირი ჰქონდა მიკერებული" - გიორგი ტატუნაშვილი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მოხვდა

"ცხედარს სიფრიფანა ცხვირი ჰქონდა მიკერებული" - გიორგი ტატუნაშვილი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მოხვდა

ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა არასრულია.

"ექსპერტიზის დასკვნა არასრულია. მასში ცხვირის დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს შვილს ავარიის გამო ტრავმირებული ცხვირი ჰქონდა, კეხი არ ჰქონდა. ცხედარი რომ გადმოასვენეს, სიფრიფანა, კეხიანი ცხვირი ჰქონდა მიკერებული. ცხვირთან ეტყობა კიდეც თვალის უპისკენ გამავალი ნაჭრილობევი.შუბლზეც ეტყობოდა წრიული ნაჭდევი, რაც ასევე არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენები. არ ვიცი, რითი იყო ეს ნაჭდევი მიყენებული, თუმცა ჩემი ვარაუდით ეს იყო ნატყვიარი. ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული. შუბლზე ნაჭდევი ცხედარს გადმოსვენების დროსაც ეტყობოდა, თუმცა შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთა", - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

მისი თქმით, იგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება და მათთან ამ საკითხების გარკვევას შეეცდება. "ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ წერია. რა დასკვნა უნდა, სხეულზე ერთი ადგილი არ მოეძებნება რომ მთელი ჰქონდეს. სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ეტყობა ყველგან. ჩემი შვილი წამებით არის მოკლული," - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

როგორც გიორგი ტატუნაშვილმა გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მას ჰქონდა საშუალება, რომ ერთმანეთისთვის შეედარებინა რუსული და დღეს გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნები. მისი თქმით, რუსულ ექსპერტიზის დასკვნაში წამებასა და მოტეხილობაზე არაფერი წერია.

"რუსული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა შეჯახებით იყოს სისხლჩაქცევები გამოწვეული. ორმეტრიანი კაცი სამ საფეხურ კიბეზე როგორ დაგორდა ისე, რომ მთელი სხეული დაეჟეჟა. წამებასა და მოტეხილობაზე, თითები რომ დამტვრეული ჰქონდა, საერთოდ არ არის რუსების დასკვნაში საუბარი" - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ