"ტოჩინოშინი ვარჯიშობს..." - სახალისო Facebook-გამოხმაურებები მიწისძვრაზე

"ტოჩინოშინი ვარჯიშობს..." - სახალისო Facebook-გამოხმაურებები მიწისძვრაზე

გუშინ, 22:40 საათზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისში 3-4 მაგნიტუდას შეადგენდა. საბედნიეროდ, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია, დედაქალაქის მაცხოვრებლები სტიქიამ ხუმრობის ხასიათზეც კი დააყენა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ აქტუალურ მოვლენას სოციალურ ქსელებში ქართველები ჩვეული იუმორით ან ირონიით ეხმაურებიან. მიწისძვრასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების მომხმარებლები ხუმრობენ, რომ ჯერ პოსტებს წერენ და ბიძგები მერე შეიგრძნობა.

პოსტების ავტორებმა მიწისძვრა ბოლო დღეების პოლიტიკურ მოვლენებთანაც კი დააკავშირეს და სახალისო "ივენთები" შექმნეს. გთავაზობთ რიგითი მოქალაქეების ფეისბუქ-გამოხმაურებებს:

"დასრულდეს ამ მთავრობის ბოგინი და შეწყდეს ხალხის სულში ჩაფურთხება ამ სუსის მიწისძვრებით"

აქვე კონტრაქციაც:

აქებ აიშროყ:

"ვაკის მიწის ქანები ემიჯნებიან სხვა უბნების მიწის ქანებს და ცალკე მიწისძვრას აანონსებენ"

გიორგი ჟორჟოლიანი:

"ვინ თქვა ცხოველები წინასწარ გრძნობენ მიწისძვრასო? ჩვენმა კატამ "ინტერპრესნიუსიდან" გაიგო..."

ისტორიული მიმები:

"ტოჩინოშინი ვარჯიშობს..."

"სანდრო ბრეგაძემ კონტრ ძვრები დააანოსა"

ზურა ნიჟარაძე:

"მიწისძვრაც პარნიკში იზრდება? თუ აზერბაიჯანიდან რატო შემოდის?

რამაზ ხატიაშვილი:

"ზვიად კუპრავა სეისმოლოგიურ პოლიციაში მუშაობდა. ხვდებით, ვინ აწყობს მიწისძვრებს?"

ლევან ჩიკვაიძე:

"სანდო წყარომ შემატყობინა, მიშა რომ გვირაბს თხრიდა, ის ჩამოიშალა"

ირაკლი სირბილაძე:

"სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი და კონტრმიწისძვრა ვერ ხერხდება"

გიორგი ჯანელიძე:

"მიწისძვრა ეწოდება, როცა თან სახლიდან გარბიხარ და თან wi-fi-ს ზონას არ ცდები"

თენგის ჩობანი:

"მიწისძვრის რამდენიმე სახე არსებობს: 1. როცა სტატუსს დადებ: "ვინმემ იგრძენით რამე?" 2 "ვაიმეე, შემაქანა" 3. როცა, სმარტფონიდან" თავაუღებლად" გარბიხარ შენობიდან 4. როცა კისრისტეხით გარბიხარ, მერე შერბიხარ, გაშტერებულ ცოლს ყურადღებას არ აქცევ, კურტკას იღებ, ისევ გარბიხარ და სახლში სახტად დარჩენილ ცოლს ტოვებ))..."

გიორგი თურმანიძე:

"When it’s მიწისძვრა but you არ გადიხარ from home, cause შენ have to post it"

სანდრო თარხან-მოურავი:

"წარმოვიდგინე, პომპეის მსგავსი ამბავი რომ დაგვემართოს (ღმერთმა დაგვიფაროს), საუკუნეების მერე ყველას ლაპტოპთან ჩახრილ პოზებში რომ ამოგვთხრიან - რა ერთფეროვანი ისტორიული გამოფენა იქნება"

სალომე უგულავა:

"ერთ მომენტში დავუშვი, რომ ჭერი ჩამომენგრეოდა და ეგრევე ვინანე, რომ დღეს ხაჭო ვჭამე და არა ვენდისი"

გიორგი ხერგიანი:

"Introducing New Track: BERA - Did you feel it?"

"თავიდან მეგონა რომ წულუკიანი გადადგა.."

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს