ზაზა სარალიძის კომენტარი მას შემდეგ, რაც მირზა სუბელიანმა შსს დატოვა

ზაზა სარალიძის კომენტარი მას შემდეგ, რაც მირზა სუბელიანმა შსს დატოვა

მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ "ტვ პირველის" ეთერში, მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა 9 საათიანი გამოკითხვის შემდეგ შსს დატოვა.

სარალიძის თქმით, როგორც მინიმუმ, სუბელიანმა ნახა მკვლელი კალანდიების ოჯახში და სამართალდამცველ სტრუქტურებს არ შეატყობინა. მისივე თქმით, მის მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებული მოთოვნა 10 ივნისამდე დამნაშავეების დასჯის შესახებ ძალაში რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

"რას ჰქვია გაუთქმელობაზე ხელის მოწერა, მე ვეღარ ვხვდები. პირიქით, საზოგადოება დაინტერესებულია, რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა. მე მაგათთვის ულტიმატუმი არ წამიყენებია, რომ ჩუმად აწარმოონ ეს საქმე. 6 თვე ჩუმად აწარმოეს და შედეგიც მივიღეთ. გაუთქმელობაზე კი არა, თვითონ შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი და რა გამოიკვლიეს“, - განაცხადა სარალიძემ.

მირზა სუბელიანმა შსს-ს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და შესაბამისად, დღევანდელი გამოკითხვის შესახებ ვერ ისაუბრებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ