"ეს არის უმსგავსობა, რას მეთამაშებიან" - ზაზა სარალიძე მერაბ მორჩაძის დაკავებას ეხმაურება

"ეს არის უმსგავსობა, რას მეთამაშებიან" - ზაზა სარალიძე მერაბ მორჩაძის დაკავებას ეხმაურება

"ეს არის უმსგავსრობა, რას მეთამაშებიან, იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა" - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შსს-ს მიერ მერაბ მორჩაძის დაკავების ფაქტს.

როგორც ტელეკომპანია "პირველის" ეთერში სარალიძემ განაცხადა, მორჩაძის დაკავება მის გეგმებს არ შეცვლის და უწყებას კონკრეტული პირების დაკავებას სთხოვს.

"ის ინფორმაცია, რომ ეს პირი თითქოს მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ახდენდა, ეს ახალი არ არის. ამასთან დაკავშირებით ძიება 11 აპრილს დაიწყო, როდესაც მიხეილ კალანდიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისულელებს მორჩნენ და ხვალ უკვე ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა ზღაპარიკოს აღმოჩენას. ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა კი არ აღმოაჩინა, ზვიად ფხაკაძე 15 აპრილს პირდაპირ მეუბნეოდა, წარმოგიდგენ სამ პიროვნებას, რომელმაც მიხეილ კალანდიაზე ზეწოლა განახორციელაო. უბრალოდ ახლა გავიგე სახელი და გვარი. ეს არის უმსგავსრობა, რას მეთამაშებიან, იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა... რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი" - განაცხადა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მერაბ მორჩაძე დღეს დააკავეს. იგი ამავე საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავია.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მორჩაძე შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, თენგიზ კალანდიას ნათესავია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ