რა ხდება მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე, სადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

რა ხდება მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე, სადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა განუცხადა, მოსახლეობა 8-9 ივნისს, გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო პარაპლანისტების დაკავებას აპროტესტებს და მათ გათავისუფლებას ითხოვს. ამ მიზეზით ადგილობრივებმა სოფელ ქვეშეთთან გზა გადაკეტეს. შესაბამისად, გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს წინ უსწრებდა რუსი პარაპლანისტების მიერ ერთ-ერთი ქართველი პარაპლანისტის ცემა. დღეს დილით კი, დაკითხვაზე დაბარებული 4 პარაპლანისტი დააკავეს. ადგილობრივები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

პარაპლანისტების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

შსს გუდაურში რუსი პარაპლანისტების ცემასთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: გუდაურში მომხდარი კონფლიქტის დეტალები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

"შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ეს ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო" - რა მოხდა გუდაურში, სადაც ქართველი და უცხოელი პარაპლანით მფრინავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ