"მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა..." - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე

"მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა..." - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რადგან გამოძიება რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რეალურად ასე არ არის", - ამის შესახებ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

"პროცესის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. მკვლელობა მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, მაგრამ არა იმ მუხლით, რასაც გამოძიება ედავება. ფაქტიურად მოხდა პოლიციაში არაადამიანური მოპყრობა და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გამოვავლინოთ ეს ფაქტიც. მოტივი არის მძიმე შეურაცხყოფა, რაც გარდაცვლილმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიაყენა. მანამდეც იყო შეურაცხყოფა, არამხოლოდ მის მიმართ, არამედ სოფელში სხვა პირების მიმარ. პოლიციის უფროსი მტრულად იყო განწყობილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიციერებას 109-ე მუხლის ნაცვლად 108-ე მუხლით, რაც თავიდან იყო და მერე პროკურატურამ დაუმძიმა. ფაქტის დროს ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში",- განაცხადა ბესიკ ტაკიძის ადვოკატმა დალი ინაიშვილმა.

საქმის პროკურორორის ინფორმაციით, ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა.

როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ ტაკიძე სამართალდამცავებს ხელს უშლიდა. მისივე თქმით, პოლიციელმა ბუტა ანთაძემ ბრალდებულს მოუწოდა, რომ ტერიტორიიდან წასულიყო, თუცა ბესიკ ტაკიძე პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა, გაღიზიანდა და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

"16 ივნისს, სოფელ გვარაში, რა დროსაც არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის პროცესი მიმდინარეობდა, ბუტა ანთაძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას ხელს უშლიდა. პოლიციის უფროსი ტაკიძე მოუწოდებდა არ შეეშალა ხელი ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვაში, რაზეც ბრალდებული გაღიზიანდა, მოულოდნელად პოლიციელს თავს დაესხა და სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს",- განაცხადა ფრიდონ ქარცივაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

"ჩემი ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე ინახავს ფოტოაპარატს, რომლითაც იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს" - რას წერს პოლიციელი პატაკში

"განზრახული ჰქონდა, ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი" - პროკურატურის განცხადება თბილისში მომხდარ ინციდენტზე

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები