რას წერს ირაკლი ნოზაძის მეუღლე მომღერლის მდგომარეობის შესახებ

რას წერს ირაკლი ნოზაძის მეუღლე მომღერლის მდგომარეობის შესახებ

"ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. დაჭრის შემდეგ ჩატარებული მძიმე ოპერაციის შემდეგ, მომღერალი უკეთ გრძნობს თავს. მეუღლის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს წერს ირაკლი ნოზაძის ცოლი ია დუდაშვილი.

"მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ვერ გპასუხობთ. უკეთესად არის ირაკლი, მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, გონზეა და საუბრობს. თქვენი გვერდში დგომით და უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება" - წერს დუდაშვილი.

მომღერალი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს საკუთარ სახლთან დაჭრეს. საქმეზე ორი გოგონაა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

წაიკითხეთ: ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს