ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველი კადრები ვრცელდება

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველი კადრები ვრცელდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ამსახველ კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ დაჭრამდე ნოზაძესა და თამთა ჯანჯღავას შორის დაპირისპირებაა.

ვიდეოდან ირკვევა, რომ დაჭრის ფაქტი არა ავტომობილში, არამედ ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ეზოში მოხდა. კადრებში, ასევე გოგონა და ახალგაზრდა ბიჭი ფიგურირებენ. გოგონა, სავარაუდოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ნათია თოფურიაა. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მისი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, "ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას იმ ღამესვე ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შსს-მ დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა - 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია. ჯანჯღავას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ხოლო ნათია თოფურია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

როგორც ცნობილია, თამთა ჯანჯღავას ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წაყენებია. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს