მწვრთნელმა და ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამოქვაბულში შესვლა საშიში იყო - CNN პატარა ფეხბურთელების მეგობრებს ესაუბრა

მწვრთნელმა და ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამოქვაბულში შესვლა საშიში იყო - CNN პატარა ფეხბურთელების მეგობრებს ესაუბრა

გამოქვაბულების კომპლექსი თამ ლუანგ ნანგ ნონი ტაილანდში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად მიიჩნევა და მშობლები აფრთხილებენ შვილებს, შიგნით არ შევიდნენ, განსაკუთრებით - მუსონურ პერიოდში. საფრთხის შესახებ იცოდნენ გუნდის მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც, რომლებიც 23 ივნისს გამოქვაბულში ექსკურსიაზე წავიდნენ.

CNN გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების მეგობრებს ესაუბრა. ფეხბურთელების დაკარგვა თანაკლასელებისთვის სტრესული აღმოჩნდა. ყოველ დილას სკოლის მოსწავლეები, სადაც ფეხბურთელი ბიჭები სწავლობენ, ეზოში იკრიბებიან და მეგობრებისთვის ერთად ლოცულობენ. როდესაც შეიტყვეს, რომ მყვინთავებმა გუნდს გამოქვაბულში მიაგნეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ღმერთმა მათი ლოცვა შეისმინა.

14 წლის კიტიჩოკე კონკაევი ამბობს, რომ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი, ნუტავუტ ტაკუმსონგი მისი უახლოესი მეგობარია.

„ძალიან ვნერვიულობ. გამოქვაბულები ბნელია და ძალიან საშიში, ვერასოდეს გავბედავდი იქ შესვლას,“ - ამბობს ბიჭი.

ფეხბურთელების გაუჩინარების შემდეგ 2 კვირა გავიდა, გარესამყაროსგან მათ დატბორილი მიწისქვეშა გვირაბების ლაბირინთი ჰყოფს, რომლის გავლა ახლა ბიჭებს მაშველების დახმარებითაც არ შეუძლიათ.

მათი მეგობრები პუვადეტი და კიტიჩოკე იმავე გუნდში თამაშობენ და შესაძლოა, ახლა გამოქვაბულში ყოფილიყვნენ მათთან ერთად - 23 ივნისს მათ ვარჯიშზე დასწრება ვერ შეძლეს და შესაბამისად, ბიჭებთან ერთად ექსკურსიაზეც არ წასულან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე გამოცდილი მყვინთავებისთვისაც კი რთულია იმ გზის გავლა, რომლითაც ბიჭების ევაკუაცია უნდა მოხდეს, თუმცა მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ფეხბურთელები გამოსვლას აუცილებლად შეძლებენ.

„რა თქმა უნდა, გამოვლენ. მათ შეუძლიათ ცურვა. ისინი კარგად იქნებიან,“ - განაცხადა CNN-თან პუვადეტმა, რომელიც ქალაქში მცხოვრები ყველა სხვა ბავშვის მსგავსად დარწმუნებულია, რომ მისი მეგობრები გადარჩებიან, „რადგან ისინი საუკეთესოები არიან“.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდნენ. წყალდიდობის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა იმის გამო, რომ გვირაბები მთლიანად წყლითა და ტალახით არის სავსე, ბიჭების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გუშინ ფეხბურთელების მოსანახულებლად, მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების შესატანად გამოქვაბულში მაშველების გუნდი შევიდა. ერთ-ერთი მყვინთავი გარეთ გამოსვლამდე უჰაერობით გარდაიცვალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე