ჭუბერში ძლიერი წვიმაა - ადიდებულმა მდინარემ სახლის ნაწილი ჩამოანგრია

ჭუბერში ძლიერი წვიმაა - ადიდებულმა მდინარემ სახლის ნაწილი ჩამოანგრია

ჭუბერში ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი წყალმა წაიღო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. აღნიშნულს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. ანალოგიური საფრთხე ემუქრება კიდევ ერთ სახლს, საიდანაც მაშველებმა მეპატრონის და ჟურნალისტების ევაკუაცია განახორციელეს. სიტუაციას ართულებს უხვი ნალექი, რის შედეგადაც კვლავ მოიმატა მდინარე ნენსკრას წყლის დონემ. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ საგანგებო სიტუაციების მართვის, შს სამინისტროსა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.

ნახეთ უახლესი კადრები ჭუბერიდან - ადიდებულმა მდინარემ სახლის ნაწილი ჩამოანგრია

სინოპტიკოსები მესტიაში კვლავ წვიმას ელოდებიან. შეინიშნება მდინარე ნენსკრას დონის მატებაც. დატბორილია სახლები, საკარმიდანო ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად დროებით ხიდებს განათავსებენ, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

სტიქიის ზონის სოფლებიდან ევაკუირებულია რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც გუშინდელი ღამე მეზობელ სოფლებში, ნათესავებთან გაათენეს. დღის განმავლობაში მაშველებმა ევაკუირებული მოსახლეობის სახლებიდან მათი ნივთების გამოტანა დაიწყეს. ვერტმფრენი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას და წყლის დონის მატების შემთხვევაში, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ