"თბილისის მიკროავტობუსი" - მძღოლმა, რომელიც ავარიის გამო დააკავეს, როგორც ჩანს ალკოჰოლზე შემოწმების შემდეგ დალია

"თბილისის მიკროავტობუსი" - მძღოლმა, რომელიც ავარიის გამო დააკავეს, როგორც ჩანს ალკოჰოლზე შემოწმების შემდეგ დალია

"ყველა მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც გადის ხაზზე სამუშაოდ, უტარდება ალკოჰოლური ტესტი" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მიკროავტობუსის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც დიღომში მომხდარი ავარიის გამო დააკავეს, სავარაუდოდ, ავტოფარეხიდან გამოსვლის შემდეგ დალია.

"ყველა მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც გადის ხაზზე სამუშაოდ, უტარდება ალკოჰოლური ტესტი. იმ კონკრეტულ მძღოლსაც, რომელიც შსს-მ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავა, ჩაუტარდა ალკო-ტესტი, მანქანა გადაეცა სარგებლობაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მძღოლი მიდიოდა ქიმწმენდაში და არა ხაზზე სამუშაოდ. ტესტის შედეგად მას ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. როგორც ჩანს, ავტოფარეხიდან გამოსვლის შემდეგ დალია", - განაცხადა "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დააკავა. როგორც Ambebi.ge-ს შსს-დან აცნობეს, დამნაშავე მძღოლს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ