მღვიმიდან სულ რვა ბიჭი ამოიყვანეს, სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა

მღვიმიდან სულ რვა ბიჭი ამოიყვანეს, სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა

მაშველებმა ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი 13 ფეხბურთელიდან 8 ამოიყვანეს. CNN წერს, რომ დღეს გამოყვანილთა რაოდენობაზე ოფიციალურ პირებს ჯერ არაფერი უთქვამთ, თუმცა, თვითმხილველების თქმით, დღეს კიდევ 4 ბიჭის ევაკუაცია მოხერხდა.

დადასტურებული ინფორმაციით, გუშინ მღვიმიდან პირველი ოთხეული გამოიყვანეს.

CNN-ის ინფორმაციით, დღეისთვის სამაშველო ოპერაციები შეჩერებულია. მყვინთავები შემდეგი ეტაპისთვის მოემზადებიან. მღვიმეში რჩება ოთხი ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დღეს გამოყვანილი ბიჭები უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საფეხბურთო გუნდი „გარეული ტახები“ გაუჩინარდა. მაშველები დაკარგულებს 9 დღის განმავლობაში ეძებდნენ, საბოლოოდ კი მღვიმის სიღრმეში მათ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე