"არტერია თითებით ეჭირა, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი..." - ირაკლი ნოზაძის ემოციური სამადლობელი პოსტი უმძიმესი წუთების გადატანის შემდეგ

"არტერია თითებით ეჭირა, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი..." - ირაკლი ნოზაძის ემოციური სამადლობელი პოსტი უმძიმესი წუთების გადატანის შემდეგ

"ქუჩის ბიჭების" წევრი, ირაკლი ნოზაძე გადატანილი მძიმე დღეების შემდეგ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ სამადლობელ პოსტს აქვეყნებს. მომღერალი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრების ამ მძიმე წუთების გადატანაში დაეხმარა:

"გამაჯობა! დიდაd არ გამოვირჩევი სტატუსებისა და პოსტების წერით და გამოქვეყნებით, მაგრამ ეს აუცილელად უნდა გაგიზიაროთ, ჩემო კარგებო!

როდესაც ადამიანი ისეთ განსაცდელს გადაიტანს როგორის გადატანაც მე მომიწია, მერე ყველაფერს სხვაგვარად უყურებ და აფასებ. რადგან ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, უფლის წყალობით სიცოცხლის გარძელებით დასრულდა, არ ვაპირებ დროის დაკარგვას ცუდ ფიქრებზე და მხოლოდ სიკეთეზე და პოზიტიური საქმის კეთებას ვუძღვნი ჩემს მეორე სიცოცხლეს!უამრავი მადლობა მაქვს სათქმელი თქვენთვის! ძალიან თბილები ხართ და ეს მაბედნიერებს. მადლობა იმ ზღვა ხალხს, რომლებიც საავადმყოფოს ეზოში საათობით იყავით ჩემი ამბის გასაგებად! მადლობა იმ მედ-პერსონალს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და სიცოცხლისკენ მომაბრუნეს! მადლობა ჩემ ბიჭებს (ქუჩის ბიჭებს), რომლებიც 1 წამით მარტო არ მტოვებდნენ და ერთმანეთს მორიგეობით ცვლიდნენ, რომ მე მარტო არ დავრჩენილიყავი! ასეთი მეგობრობა შეკვეთით არ მოდის. ეს ღვთისაგან ბოძებული საჩუქარია!

დიდი მადლობა ჩემს მფარველ ანგელოზად ქცეულ გოგონას, რომელიც მთელი ხელით ჭრილოაში იყო შემძვრალი და არტერია თითებით ეჭირა, რომ სისხლისაგან არ დავცლილიყავი! მადლობა ჩემს ოჯახს ჩემი აუტანელობის მიუხედავად, მაინც რომ ვუყვარვარ! მადლობა ჩემს იაკოს. ზუსტად შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი შვილის დედა და იცი ეს, რასაც ნიშნავს. მაბედნიერებ! მადლობა ჩემ ლუკაჩოს. ბოლო წამს, სანამ გონებას დავკარგავდი ჩემს წარმოსახვაში მიმეორებდი, რომ მააამ! ყველაფერი კარგად იქნება და არ შეშინდეო!

ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემმა ამბავმა შეაწუხა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს! მადლობა მეუფეს! (მეუფე სერაფიმეს) მადლობა მამა შალვას ამ მადლიანი ადგილისათვის, სადაც მის გარეშე ვერ მოვხვდებოდი! და რა თქა უნდა, მადლობა უფალს, რომ დღეს მე თქვნთან ვართ და მყევხართ! მადლობა ნიაკოსათვის. ვუუუუიმეეეეე. მბურძგლავს ამ ადამიანის ყველაფერზე! და ბოლოს! მაპატიეთ ჩემი დაუნახავობა და უმადურობა!მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება!

თქვენი ირაკლი ნოზაძე. (პიკასო)", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს.

ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს. ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს