გაუსაძლისი სიცხე, ხანძრები, წყალდიდობები - ის, რაზეც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ

გაუსაძლისი სიცხე, ხანძრები, წყალდიდობები - ის, რაზეც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ

თითქმის ყველა ქვეყანაში ზაფხული წელს უჩვეულოდ ცხელია. CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ იაპონიაში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ქალაქში, რომელიც ტოკიოდან 65 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, 41.1 გრადუსი დაფიქსირდა. ძლიერმა სიცხემ ქვეყანაში სულ მცირე 44 ადამიანი იმსხვერპლა.

უჩვეულოდ მაღალია ტემპერატურა აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც - ჩრდილო და სამხრეთ კორეაში რეკორდული 40 გრადუსი დაფიქსირდა.

ტემპერატურის ასეთი მკვეთრი მატება სითბური გამონაბოლქვის შედეგია, რის შესახებაც მეცნიერები მსოფლიოს დიდი ხანია, აფრთხილებენ.

"კლიმატის ცვლილების შედეგები შეუმჩნეველი უკვე აღარ არის. ის ვლინდება უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურით, წყალდიდობებით, გვალვითა და ხანძრებით. ამ ყველაფერს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვხედავთ", - განაცხადა კლიმატის მკვლევარმა მეცნიერმა მაიკლ მანმა.

ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია სკანდინავიის ნახევარკუნძულზეც. შვედეთში, ფინლანდიასა და ნორვეგიაში 32 გრადუსს გადააჭარბა.

ძლიერი სიცხის გამო ხანძარი გაჩნდა შვედეთში, ხელისუფლებამ დახმარება სხვა ქვეყნებს სთხოვა - მათ შორის იტალიას, რომელსაც ხანძრებთან ბრძოლის მეტი რესურსი აქვს.

ხანძარი მძვინვარებდა საბერძნეთში, ცეცხლი ტყეში გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებს მოედო. გარდაცვლილთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია გადააჭარბა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

დიდ ბრიტანეთში ნალექი დიდი ხანია, არ მოსულა და ტემპერატურაც რეკორდულად მაღალია.

ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარას უდაბნოში სიცხე არავის უკვირს, თუმცა 5 ივლისს ალჟირში, ქალაქ ოუარგლაში ტემპერატურა 51 გრადუს ცელსიუსზე მეტი იყო.

რეკორდული სიცხე დაფიქსირდა ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეც. კანადაში, მონრეალში 2 ივლისს 36.6 გრადუსი ცელსიუსი იყო, ტემპერატურის გამო სულ მცირე 70 ადამიანი გარდაიცვალა კვებეკის პროვინციაში.

ასევე უჩვეულოდ ცხელი ზაფხულია აშშ-ში, სადაც ტემპერატურამ 42-43 გრადუსს მიაღწია. კალიფორნიაში ებრძვიან ტყის ხანძარს.

მსოფლიოს ყველაზე ცხელ ქალაქებს შორის მოხვდა თბილისიც - Washington Post წერდა, რომ საქართველოს დედაქალაქში 4 ივლისს 40.5 ცელსიუსი დაფიქსირდა.

„კლიმატური ცვლილებების გამო სიცხეც და ნალექიც მეტი იქნება, უფრო ინტენსიური, ვიდრე აქამდე,“ - ამბობს ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის კლიმატის შემსწავლელი მეცნიერი კატარინ ჰეიჰოუ.

მზად არის თუ არა საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრებთან გასამკლავებლად?

გასულ წლებში საქართველოს ტყეებში ხანძარი არაერთხელ გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბელარუსიდან მულტიფუნქციური ვერტმფრენი „მი 8“ შემოდის, რომელსაც სამაშველო სამუშაოებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ჩასაქრობადაც გამოიყენებენ.

ამ მიზნით პირველ ეტაპზე 891 800 ლარი გამოიყო. ვერტმფრენთან ერთად იქირავეს უცხოელი მფრინავი.

„ვერტმფრენი იქირავა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ეს არის, ასე რომ ვთქვათ, აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში, როდესაც სამსახურს არ ჰყავს ვერტმფრენი და ქირაობს. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გამოგვეყო შესაბამისი თანხა. პირველ ეტპზე, გამოყოფილია 891 800 ლარი იმისთვის, რომ მოხდეს სამაშველო ვერტმფრენის მომსახურება. შესაბამისად, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უკვე დღეს შემოდის ბელორუსული კომპანიიდან ვერტმფრენი „მი 8“. ეს ვერტფმფრენი არის მულტიფუნქციური და მას ექნება საშუალება, რომ გამოვიყენოთ როგორც ხანძრების შემთხვევაში, ასევე სამაშველო ოპერაციების დროს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ