ჯანდაცვის სამინისტრო - სამშობიარო სახლ "ნინოს" დონის მინიჭებაზე უარი რამდენჯერმე ეთქვა

ჯანდაცვის სამინისტრო - სამშობიარო სახლ "ნინოს" დონის მინიჭებაზე უარი რამდენჯერმე ეთქვა

სამშობიარო სახლ "ნინოს" დონის მინიჭებაზე უარი რამდენჯერმე ეთქვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა განმარტა, აღნიშნულ სამშობიარო სახლს მეორე დონე 2017 წლის პირველ დეკემბერს, პირობების გაუმჯობესების შემდეგ მიენიჭა.

"ყველა სამშობიარო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დონე აქვს მინიჭებული, შემოწმებულია. რაც შეეხება სამშობიარო სახლ "ნინოს", ბოლოს სამინისტრომ ეს დაწესებულება შეამოწმა 2017 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც სამშობიარო სახლს დონე მიენიჭა. ამ დაწესებულებას რამდენჯერმე ეთქვა უარი დონის მინიჭებაზე, მაგრამ ამის შემდეგ მან გამოასწორა ის პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სამშობიარო დაწესებულება და საბოლოო ჯამში, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მიენიჭა მას დონე. სპეციალურად შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამინისტრო მუდმივად ახორციელებს დედათა და ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგს," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ამჟამად სამშობიარო სახლ "ნინოს", სადაც მშობიარობის შედეგად 35 წლის ქალი გარდაიცვალა, მეორე დონე აქვს მინიჭებული, რაც გულისხმობს მაღალი დონის სამეანო მოვლას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში და ნეონატალურ მომსახურებას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ