ავტორი:

ლეგენდარული მუსიკოსი კრის ბოტი საქართველოშია - ფოტოები ბათუმის აეროპორტიდან

ლეგენდარული მუსიკოსი კრის ბოტი საქართველოშია - ფოტოები ბათუმის აეროპორტიდან

მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, "გრემის" მფლობელი, მუსიკოსი კრის ბოტი საქართველოშია. ბოტის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა.

მუსიკოსი საქართველოში ნანი ბრეგვაძის კონცერტისთვის ჩამოვიდა, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, მათ შორის, დუეტს ლეგენდარულ ქართველ მომღერალთან.

ამერიკელი მესაყვირე, თავის ჯგუფთან ერთად, სასტუმროში დაბინავდება. ხვალ დღის პირველ ნახევარში ის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, არენის დარბაზში რეპეტიციას გაივლის.

ფოტოები: Black Sea Arena-ს "ფეისბუქის" გვერდი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს