ავტორი:

თბილისის მერია - იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება

თბილისის მერია - იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში მიმართვიანობის გაზრდა ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება. მათი განმარტებით, იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, რამაც თითქოს გამოიწვია იუსტიციის სახლის მუშაობა შეფერხება.

განვმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა.

როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, დღეს იუსტიციის სახლში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც.

რაც შეეხება ტაქსების რეგისტრაციას, იგი 1-ელი აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ისე თბილისის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ არაერთხელ გაავრცელა, ტელეეთერებში გადიოდა შესაბამისი ვიდეორგოლები, ასევე, არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს დროული რეგისტრაციისკენ თბილისის მერმა. ამჟამად გაცემულია 9500-ზე მეტი ნებართვა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.

რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი იქნება ხვალ, 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრში, შარტავას ქ. N7, თბილისის მერიის შენობაში, პირველ სართულზე", -აცხადებენ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, იუსტიციის სახლში მთელი დღეა ტაქსის მძღოლების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს ტაქსის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სურთ. როგორც ტაქსის მძღოლების ნაწილი ამბობს, გრძელ რიგში დილიდან დგანან. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში გართულებული იყო გადაადგილება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ