ავტორი:

ბახმაროში თოვლი მოვიდა - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ბახმაროში თოვლი მოვიდა - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. ადგილზე გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი.

"დასავლეთ საქართველოში ამ დღეებში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი, ტემპერატურა 30-32 გრადუსის ფარგლებში. 5 ოქტომბრიდან ველოდებით ტემპერატურის მკვეთრ დაცემას 15-20 გრადუსამდე და შესაძლებელია უფრო დაბალი ტემპერატურაც იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დედაქალაქში - 18-20 გრადუსის ფარგლებში.

5 ოქტომბერს ძირითადად ნალექს ველოდებით დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, მაგრამ მალე გამოიდარებს, თუმცა გავრცელდება ცივი ჰაერის მასები მთელ საქართველოში. მაღალმთიან რეგიონებში დაბალი ტემპერატურაც დაფიქსირდება. თუ სადმე ნალექი შერჩა მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლის სახით მოვიდეს.

ცივი და ნოტიო მასების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ხანმოკლეა. დასავლეთ საქართველოში 6 ოქტომბრიდან გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ორ დღეში ქარი ჩადგება, თუმცა ტემპერატურა კიდევ დაიკლებს. 7 ოქტომბერს, ღრუბლიანი ამინდია და 12-13 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურა დაფიქსირდება. 8 ოქტომბრიდან ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

VIDEO: ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა - ვიდეო კადრები ადგილიდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ