ავტორი:

ცნობილი ადამიანების ფლეშმობი ფეისბუქზე მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის გიორგი აბდალაძე

ცნობილი ადამიანების ფლეშმობი ფეისბუქზე მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის გიორგი აბდალაძე

მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, მიხეილ სააკშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფთან, გიორგი აბდალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცის, ვინ არის გიორგი აბდალაძე და რომ ასეთ ადამიანს არასდროს უმუშავია საგარეო საქმეთა სამინისტროში, მის ამ განცხადებას "ფეისბუქზე" ერთგვარი საპასუხო ფლეშმობი მოჰყვა.

„ჩვენ ვიცნობთ გიორგი აბდალაძეს“, - ამ ჰეშთეგით ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები გრიგოლ ვაშაძის რეპლიკას და გიორგი აბდალაძესთან ერთად გადაღებულ, ან ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.

შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე 2011 წლის 7 ივლისს უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს. 2012 წელს, ნოემბერში, ნათია გედენიძეს ბრალეულობა მოეხსნა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს